15:31 | 2020-05-13 ავტორი: Prime Time

ძმის 6 წლის შვილიშვილის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი

ძმის 6 წლის შვილიშვილის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი

6 წლის ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 58 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესი, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

პროცესზე, წაყენებული ბრალდებისა და საქმის გარემოებების ირგვლივ, თავად ბრალდებული მამაკაცი უნდა გამოიკითხოს.

 

58 წლის კაცის დაკითხვა, რომელსაც მისივე ძმის შვილიშვილ გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, პროკურატურამ პატიმრობის 9 თვიანი ვადის ამოწურვამდე ვერ მოახერხა. ამ გარემოების გამო, მამაკაცი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.

 

ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ საქმეში, მამაკაცის ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები დევს.

 

სასამართლოსთან მცირეწლოვანი გოგონას ოჯახის წევრები იმყოფებიან. ისინი ეჭვს გამოთქვამენ, რომ საქმე ხელოვნურად გაჭიანურდა.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები