23:38 | 2021-06-12 ავტორი: Prime Time

6 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან – ზოოპარკს სიცოცხლის ახალი სიმბოლო ჰყავს

6 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან – ზოოპარკს სიცოცხლის ახალი სიმბოლო ჰყავს

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე “მისტიკური ამბების მოყვარულებისთვის“ საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

 

წყალდიდობა რომ მოხდა, იმ ზაფხულს, ზოოპარკში დაბადებული პირველი პატარა პირა იყო, კეთილშობილი ირმის ნუკრი. სახელიც შესაბამისად შევურჩიეთ – ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, წარღვნის შემდეგ დედამიწაზე ორად ორი ადამიანი გადარჩა – პრომეთეს ვაჟი, დევკალიონი და მისი მეუღლე, პირა. მაშინ აღვნიშნეთ, რომ პირა იქნებოდა ზოოპარკის ახალი სიცოცხლის სიმბოლო. ასეც მოხდა. პირას ოჯახი გაიზარდა და გამრავლდა. და წელს, უკვე დაქალებული, უფრო სწორად, დაფურებული პირა პირველად გახდა დედა.

 

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მოვლენები ისევე განვითარდა, როგორც პირას დაბადებისას: იმ ღამეს, როცა ახალი სიცოცხლე უნდა მოევლინა ქვეყანაზე, იმგვარი თქეში და დელგმა იყო, თითქოს თავად ზევსს დაეტეხა რისხვა დედამიწისთვის – წყალი ნიაღვრად მოედინებოდა, ქუხილი მიწას აზანზარებდა, ელვის ნათება ყოველ კუთხე-კუნჭულში აღწევდა (ასე ხატოვნად და მონდომებით იმიტომ აღვწერეთ, რომ უკეთ წარმოიდგინოთ სიტუაცია).

 

ნინოწმინდის პანსიონში აღსაზრდელების მიმართ არასათანადო მოპყრობის საქმეში, მოწმეზე მუქარის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა
2021-06-12ნინოწმინდის პანსიონში აღსაზრდელების მიმართ არასათანადო მოპყრობის საქმეში, მოწმეზე მუქარის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

 

ეს ნუკრები ორივე პირასი არაა. იმავე დღეებში ლეილას გოგო გაუჩნდა, დალილას კი – ბიჭი“, – წერს თბილისის ზოოპარკსი ადმინისტრაცია.

 

ცნობისთვის, 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში წყალდიდობამ თბილისში დამანგრეველი პროცესები გამოიწვია.

 

სტიქიამ 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათგან ორის პოვნა ვერ მოხერხდა. წყალდიდობამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი სტიქიას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.

 

თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთიც დააფიქსირეს, რომელიც მალევე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!