16:09 | 2020-04-30 ავტორი: თამარ გონგაძე

„6 კილო დავაგდე“ – ნახეთ „ლუნას“ ახალი ვიდეო კარანტინიდან

„6 კილო დავაგდე“ – ნახეთ „ლუნას“ ახალი ვიდეო კარანტინიდან

“კომედი შოუს” მსახიობი ქეთი ხუციშვილი (“ჩცდ”-ს ლუნა) ერთი თვეა სახლშია. ზოგჯერ ვიდეოების ჩაწერით ერთობა. მოსწონს კარანტინის პერიოდი. დავისვენეო, ამბობს.

 

ქეთი სატრენაჟორო დარბაზის ხშირი სტუმარია, მაგრამ ამ პერიოდში სახლში ვარჯიშობს.

 

ქეთი ხუციშვილი: – ტრენაჟორები სახლში არ მაქვს, მაგრამ ვარჯიში არ შემიწყვეტია. ტრენერი აღარ მჭირდება. არ გავჩერებულვარ, ვვარჯიშობ.

 

ბევრი დავიკელი. დაახლოებით ექვსი კილო დავაგდე. დღეში ერთხელ ვიკვებები. არ ვშიმშილობ, გული არ მიმდის, მაგრამ არ ვჭამ მეტად.

 

ორ-სამ კილოს როცა ვიმატებ ან ვიკლებ, საგრძნობლად მეტყობა და ექვსი კილოს დაკლება, მერწმუნეთ, ძალიან მეტყობა.

 

იცით, კარანტინისთვის ფსიქოლოგიურად მოვემზადე. თავი შთავაგონე, არანაირი ზედმეტი კვება, არა ტკიბილი, არა სასუსნავები-მეთქი!

 

ჩემი საყვარელი საჭმელია წიწიბურა. საერთოდ ფაფებით ვკმაყოფილდები. შვრიის ფაფა, წიწიბურა და მე დანაყრებული ვარ. გურმანი არასდროს ვყოფილვარ. მცირედით ვკმაყოფილდები.

 

– ვიდეოების ჩაწერისთვის წინასწარ ემზადებით?

 

– არა, არასდროს. ექსპრომტად რაც მომაფიქრდება იმას ვამბობ და ვწერ. ასე იყო ამ ვიდეოს შემთხვევაშიც.

 

 

Gepostet von Kate Khutsishvili am Mittwoch, 29. April 2020

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები