12:49 | 2020-04-28 ავტორი: თეონა ყაჭიური

6 გარდაცვლილი პაციენტი ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში – თენგიზ ცერცვაძე

6 გარდაცვლილი პაციენტი ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდებზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველომ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა ინფექციასთან მკურნალობაში.

 

მისი თქმით, ეს შედეგი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

 

„6 გარდაცვლილი პაციენტია ჩვენთან, რაც საუკეთესო ან ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში.

 

ეს ძალიან დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში მკურნალობის ტაქტიკა სწორია.

 

კოვიდი ახალია, ბევრი ისეთი თვისება აღმოაჩნდა, ისეთი გართულებები, რაც არ იყო ცნობილი. გვიხდება გზადაგზა მივიღოთ  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები“,- აღნიშნა ცერცვაძემ.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

საქართველოში კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული. 

 

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 156-ს შეადგენს.

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4833 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3
ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X