fbpx
00:09 | 2020-09-29 ავტორი: Prime Time

6 გადაწყვეტილება, რომელიც სწავლის დაწყებამდე უნდა ვიცოდეთ

6 გადაწყვეტილება, რომელიც სწავლის დაწყებამდე უნდა ვიცოდეთ

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები, რომელიც სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ:👇

1-ლი ოქტომბრიდან იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, I-VI კლასის მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში.

 

1-ლი ოქტომბრიდან გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება ყველა კლასის მოსწავლისთვის.

 

1-ლი ოქტომბრიდან მთელი აჭარის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

 

12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებას განაახლებენ საბავშვო ბაღები.

 

19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში.

 

რაც შეეხება VII-XII კლასის მოსწავლეებს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში, ისინი დისტანციურად გააგრძელებენ სასწავლო პროცესს. მათ შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X