15:06 | 2020-04-13 ავტორი: Prime Time

5G მობილური ქსელი და COVID-19-ის გავრცელების საფრთხე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტება

5G მობილური ქსელი და COVID-19-ის გავრცელების საფრთხე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტება

COVID-19 არ ვრცელდება 5G მობილური ქსელით

 

დღესდღეობით, კორონავირუსის შესახებ სხვადასხვა მითი თუ რეალობა ვრცელდება. ფაქტია, რომ დღეს ინფექცია საზოგადოების მსჯელობის ფართო საგნად იქცა.

 

ამის გამო დაავადებათა კონტროლის ცენტრს არაერთი განმარტების გაკეთება უწევს.

 

მათ შორის, ორგანიზაციამ დღეს გააკეთა განმარტება, რომ COVID-19 5G მობილური ქსელით არ ვრცელდება.

 

National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)-ს ფოტო.

ბოლო მონაცემებითქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა 266-მდე გაიზარდა.  გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი.

 

კორონავირუსის შედაგად გარდაცვლილია 3 ადამიანი.

 

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა კომენდანტის საათი.

 

დაიხაურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

განჩინების მიხედვით, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში;

 

მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

 

  გაიგეთ მეტი შეზღუდვებსა და რეკომენდაციებზე

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +