fbpx
18:38 | 2020-04-10 ავტორი: Prime Time

58 წლის კაცი შვილიშვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული

58 წლის კაცი შვილიშვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული

წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა 58 წლის მამაკაცი, რომელიც მცირეწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული.

 

მისი გათავისუფლების მიზეზი წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის გასვლა გახდა. ვინაიდან ამ ვადაში განაჩენის გამოცხადება ვერ მოხერხდა, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ის ავტომატურად გაათავისუფლა.

 

საბოლოო განაჩენის გამოცხადებას კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა ხელი, ვინაიდან ამ ვითარებაში, სასამართლოები შეზღუდულ რეჟიმში მუშაობენ და ზემოხსენებული ბრალდბეულის საქმის განხილვაც ამ მოტივით გადაიდო.

 

გარყვნილ ქმედებაში მხილებული მამაკაცი საბოლოო ვერდიქტს ციხის გარეთ დაელოდება.

 

მას საკუთარი ძმის შვილიშვილის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ედავებიან.

 

„პრაიმტაიმს“ საგამოძიებო ორგანოში განუმარტეს, რომ კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო, დაკავებულ პირს, სასამართლომ პატიმრობა, სხვა სახის ღონისძიებით შეუცვალა.

 

„პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდება. ეს საქმის შეწყვეტას არ ნიშნავს. შექმნილი ვითარების გამო, განაჩენი 9 თვეში ვერ დადგა. სასამართლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდება და განაჩენი გამოცხადდება“, – განგვიმარტეს საგამოძიებო ორგანოში.

 

სასამართლო სხდომები ახლა დისტანციურად რეჟიმში მიმდინარეობს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X