fbpx
22:14 | 2020-10-18 ავტორი: Prime Time

55-ე საჯარო სკოლაში Covid-19 პირველი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა

55-ე საჯარო სკოლაში Covid-19 პირველი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა

55-ე საჯარო სკოლაში Covid-19 პირველი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია აცხადებს.

 

„55-ე სკოლის სასკოლო საზოგადოებას მოგესალმებით,

 

ჩვენი სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდ ვირუსი. მშობლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვირუსი მიმდინარეობს უსიმპტომოდ.

 

მოსწავლე იმყოფება სახლში, თვითიზოლაციაში, თავს გრძნობს კარგად. დადასტურებული შემთხვევა ჯერჯერობით უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

 

თბილისში კიდევ ერთ სკოლაში Covid-19 დადასტურდა
2020-10-17თბილისში კიდევ ერთ სკოლაში Covid-19 დადასტურდა

 

შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის საფუძველზე, მიღებულია გადაწყვეტილება: 1(ა) კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე – 28 ოქტომბრის ჩათვლით. დისტანციურ მომსახურებაზე გადავა რესურსოთახიც. დისტანციურ სწავლებაზე ასევე გადავა 5(ა) კლასი, რომელიც პირველ ცვლაში სარგებლობდა აღნიშნული ოთახით.

 

ყველა რეკომენდაციით დანარჩენი კლასები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას.
გათვალისწინებული იქნება მშობლების სურვილიც, მათი შვილების დისტანციურ სწავლაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

 

ცვლილებების შემთხვევაში ინფორმაციას მოგაწვდით მყისიერად და განვათავსებთ სკოლის გვერდზე.

 

ვუსურვოთ ჩვენს მოსწავლეს გამოჯანმრთელება. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.” – წერს სკოლის ადმინისტრაცია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X