fbpx
11:46 | 2020-10-20 ავტორი: თამარ ბუჩუკური

53-ე სკოლაში Covid-19 დადასტურდა, ინფიცირებულია პედაგოგი

53-ე სკოლაში Covid-19 დადასტურდა, ინფიცირებულია პედაგოგი

53-ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს კახა გაბუჩიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ვარ კოვიდდადებითი!

 

„დღეს მეექვსე დღეა. როგორც მეუბნება ექიმი, ვარ მსუბუქი პაციენტი .არანაირი კლინიკა არ მაქვს, არც ტემპერატურა, დღეს და გუშინ, არ მქონია! ვარ ჩვეულებრივად. იმედია, არ გართულდება! დიდი მადლობა უსაყვარლეს ადამიანსა და საუკეთესო ექიმს ნინო ბაკურაზეს ყურადღებისთვის, კეთილგანწყობისთვის

 

ხუთშაბათს გამომივლინდა ტემპერატურით. მოსწავლეებო, კოლეგებო, დააკვირდით სიმპტომებს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.” – წერს კახა გაბუჩია.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X