fbpx
10:54 | 2020-05-31 ავტორი: თათია ცუკოშვილი

5 თვის ჩვილი კომაში გატარებული 32 დღის შემდეგ კორონავირუსისგან განიკურნა (ბრაზილია)

5 თვის ჩვილი კომაში გატარებული 32 დღის შემდეგ კორონავირუსისგან განიკურნა (ბრაზილია)

ბრაზილიაში 5 თვის ჩვილმა კომაში გატარებული 32 დღის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ CNN-ი ​წერს.

 

როგორც ჩვილის მამა, ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, 5 თვის დომ ანდრადემ საავადმყოფოში 54 დღე გაატარა. ის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული.

 

„თავიდან მას სუნთქვა უჭირდა და ექიმებმა იფიქრეს, რომ ეს ბაქტერიული ინფექციაა. თუმცა მკურნალობა შედეგს არ იძლეოდა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ბავშვი სხვა ჰოსპიტალში გადაგვეყვანა, სადაც მას კორონავირუსი დაუდგინეს“, – აცხადებს ჩვილის მამა, ვაგნერ ანდრადე.

 

„როცა გული გამოჩნდა, მე ორ ადამიანს ვტიროდი, ეს იყო ის გარდაცვლილი ბავშვი და ჩემი შვილი - სულისშემძვრელი ისტორია
2020-05-23„როცა გული გამოჩნდა, მე ორ ადამიანს ვტიროდი, ეს იყო ის გარდაცვლილი ბავშვი და ჩემი შვილი - სულისშემძვრელი ისტორია

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

X