20:06 | 2020-04-14 ავტორი: ნინი ტაველიძე

5 თვის ბავშვი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

5 თვის ბავშვი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

5 თვის ამელია მაღალი სიცხეებით იტანჯებოდა. მალევე მას ახალი კორონავირუსი დაუდგინეს.

 

„როდესაც ტესტის პასუხი გავიგე, თავი საშინლად ვიგრძენი, ასე მეგონა ფილმში ვცხოვრობდი“,- ამბობს ემილიას დედა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას Mirror ავრცელებს.

 

ექიმების დახმარებით, პატარა ამელიამ კორონავირუსი დაამარცხა.

 

„ექიმები და ექთნები არაჩვეულებრივები იყვნენ. ძალიან მადლობელი ვარ მათი. ამელიას რაც შეიძლება სწრაფად მიხედეს“,- ამბობს ემილი, ამელიას დედა.

 

დედა და შვილი ახლა იზოლაციაში იმყოფებიან.

 

„ამელიას ჯანმრთელობა ნელ-ნელა უმჯობესდება. ჯერ კიდევ ახველებს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, რომ დარჩეთ სახლში“,- ამბობს ემილი.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +