fbpx
12:39 | 2020-08-06 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“15 წუთი ჟანგბადის გარეშე იმყოფებოდა ბავშვი ნარკოზის ქვეშ” – რას ჰყვება მამა, რომლის შვილიც 20 თვეა კომაშია

“15 წუთი ჟანგბადის გარეშე იმყოფებოდა ბავშვი ნარკოზის ქვეშ” – რას ჰყვება მამა, რომლის შვილიც 20 თვეა კომაშია

ორი დღის წინ პროკურატურამ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი და ორი ექიმი პასუხისგებაში მისცა.

 

ერთ-ერთი ექიმი მაგდა ხოჭოლავა, საზღვარგარეთ ცხოვრობს და მისი დაკავება ვერ მოხერხდა, ხოლო კლინიკის დირექტორი, მის თანამშრომელთან ერთად დააკავეს.

 

სასამართლომ საავადმყოფოს დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო ექიმი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

 

ექიმების დაკავება სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის და უკანონო საექიმო საქმიანობს გამო მოხდა.

 

საქმე ეხება პაციენტ ნათია ცირეკიძეს, რომელიც 2018 წელს, საავადმყოფოში ჩატარებული ოპერაციის გამო, 20 თვეა კომაშია.

 

„პრაიმტაიმი“ ნათია ცირეკიძის მამას, მირზა ცირეკიძეს დაუკავშირდა.

 

მინდა თვალებში ჩავხედო, მას ვინც იტყვის რომ ბავშვებზე დახმარება არასწორია - გიორგი გახარია
2020-08-06მინდა თვალებში ჩავხედო, მას ვინც იტყვის რომ ბავშვებზე დახმარება არასწორია - გიორგი გახარია

 

 

– ბატონო მირზა, რა ჩივილებით მიაკითხეთ ქალიშვილთან ერთად 2018 წელს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს?

 

– ბავშვს ჰქონდა ხერხემლის კუნთზე პრობლემა. მეშვიდე მალაზე უნდა გაკეთებულიყო ოპერაცია, რადგან მოდუნებული ჰქონდა კუნთი და აწუხებდა ტკივილები.

 

როდესაც კლინიკაში მივედით, დამარწმუნეს, რომ იტალიელი ექიმები აკეთებენ ჩვენთან მსგავსი ტიპის ოპერაციებსო და სამ თვეში ჩაინიშნა ოპერაცია.

 

პირველმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ბავშვს ისევ დაეწყო ტკივილები, 2-3 დღე გამაყუჩებლებს სვამდა, ხოლო შემდეგ 12 დღე აღარ აწუხებდა ტკივილი.

 

ისევ მივედით კლინიკაში, თავიდან გვითხრეს, რომ ოპერაცია აღარ იყო საჭირო, ვარჯიშით და ფიზიოთერაპიით მოგვარდება ეს პრობლემაო, მაგრამ ბოლოს გადაწყდა უსისხლო, ლაპარასკოპიული ოპერაციის გაკეთება, რომელიც ვერც გაკეთდა, ისე ჩავარდა ბავშვი კომაში.

 

 

– კლინიკის განცხადებაში წერია, რომ თქვენს შვილს სიმსივნური წარმონაქმნი ჰქონდა…

 

– არ ყოფილა ასე და ეს არცერთ დოკუმენტში არ წერია. ბავშვს ჰქონდა კუნთის სკლეროზი, რომელიც თიაქარზე უფრო მარტივად განკურნებადი და საოპერაციოა. მაგრამ უჟანგბადობის გამო, კი ხედავთ რაც დამართეს მას.

 

– ბავშვს წინასწარ გაუკეთდა გამოკვლევები, ოპერაციას ესწრებოდნენ იტალიელი ექიმები?

 

– ბავშვს ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარდა და ამის შემდეგ გაიყვანეს საოპერაციოდ. იტალიელი ექიმებიც იყვნენ და მათ შორის ქართველიც, სამწუხაროდ, არ ვიცოდი ქართველ ექიმს საქმიანობის ლიცენზია რომ არ ჰქონდა.

 

 

სიკვდილის შემდეგ ორგანოები არაფერში მჭირდება - ანიტა ფაცაციას დედა ორგანოების დონორი გახდა
2020-08-06სიკვდილის შემდეგ ორგანოები არაფერში მჭირდება - ანიტა ფაცაციას დედა ორგანოების დონორი გახდა

 

ნათიას დიაგნოზი სწორად ჰქონდა დასმული, ყველანაირი კვლევა წესის დაცვით ჩაუტარდა, მაგრამ როდესაც მას ანესთეზიოლოგმა ნარკოზი გაუკეთა, არ მიაწოდა ჟანგბადი, 13-15 წუთი ჟანგბადის გარეშე იმყოფებოდა ბავშვი ნარკოზის ქვეშ, გაუჩერდა გული და მას შემდეგ ასეთ დღეში მყავს.

 

– სამხარაულის ექსპერტიზამ დაადგინა რომ ბავშვს ჟანგბადი არ მიაწოდეს?

 

– სამხარაულის ექსპერტიზის პასუხი ჯერჯერობით არ ყოფილა, მაგრამ ისეთი სამედიცინო დოკუმენტები შეგროვდა, რაც ექსპერტიზის პასუხის ტოლფასია.

 

თავიდან, როცა ეს უბედურება დამემართა შოკში ჩავვარდი, შემდეგ დავიწყე უცხოელ სპეციალისტებთან მოლაპარაკებები, მინდოდა საქართველოში ჩამომეყვანა და ბავშვი ფეხზე დამეყენებინა, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორების იმედს არავინ არ მაძლევს.

 

ყველანაირი რესურსი ამომეწურა, ფინანსური, მორალური, მაგრამ კიდევ მაქვს რაღაც იმედები და ვნახოთ, იქნებ ფეხზე დავაყენო ჩემი შვილი.

 

 

„გარკვეულ მომენტებში გვერდით მედგა“ - კომაში მყოფი გოგონას მამის პირველი კომეტარი საავადმყოფოს დირექტორის გათავისუფლების შემდეგ
2020-08-05„გარკვეულ მომენტებში გვერდით მედგა“ - კომაში მყოფი გოგონას მამის პირველი კომეტარი საავადმყოფოს დირექტორის გათავისუფლების შემდეგ

 

– რას საქმიანობდა ნათია?

 

– ნათიამ წარჩინებით დაამთავრა სკოლა, შემდეგ ილიაუნი, ახლა მაგისტრატურაში სწავლობდა და პარალელურად ბანკში მუშაობდა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X