fbpx
14:32 | 2020-04-08 ავტორი: Prime Time

5 წლის ქრისტინა „გურული დღიურების ფონდის“ სტიპენდიანტი გახდა

5 წლის ქრისტინა „გურული დღიურების ფონდის“ სტიპენდიანტი გახდა

„გურული დღიურების ფონდის“ კიდევ ერთი სტიპენდიანტი 5 წლის ქრისტინა ფანჩვიძე გახდა.

 

5 წლის ქრისტინა ფანჩვიძე მარტვილის სოფელ დიდ ჭყონში ცხოვრობს.

 

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მას მოფერებით „ლუღი“ შეარქვეს.

 

„გურული დღიურების ფონდის“ სტიპენდიას დავუნიშნავთ. როგორც აღმოჩნდა, ახლა მის ოჯახს მთლად ვერ ულხინს და პატარა ქრისტინეს ეს სტიპენდია ოცნებების მეათასედს მაინც აუხდენს”,- ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

 

ფანჩვიძეების ოთხოთახიანი ოდა სახლი, თითქმის დანგრეულია. არ აქვს კარ-ფანჯარა და ჭერი. იატაკის ნაწილი კი, რაც სახლს შემორჩა დამპალი და ჩაშლილია.

 

ქრისტინას მამა, ბებია და ბიძა ზრდიან. ოჯახი ახლა ოროთახიან დამხმარე ნაგებობაში ცხოვრობს.

 

გაიგეთ მეტი პატარა ქრისტინეს სურვილებზე: დედა ყველაზე მეტად მენატრება – 5 წლის ქრისტინა ფანჩვიძე

 

გუშინ, 7 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია პატარა გოგოს სურვილების ასრულებაში დაეხმარება.

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X