10:42 | 2020-04-23 ავტორი: თეონა ყაჭიური

5 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა – ის ბოჭორიშვილის კლინიკაში შეიყვანეს

5 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა – ის ბოჭორიშვილის კლინიკაში შეიყვანეს

ბოჭორიშვილის კლინიკაში დადასტურებული კორონავირუსით, 5 წლის ბავშვი შეიყვანეს. ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ბავშვი ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება. დაინფიცირებულია ბავშვის ოჯახიც.

 

„დაგვემატა ერთი პაციენტი, 5 წლის ბავშვი, რომელიც არის ბოლნისის კლასტერიდან, მისი ოჯახის წევრები არიან დაინფიცირებულები.

 

ოჯახის წევრები სხვა კლინიკაში მოათავსეს.

 

ბავშვი გადმოვიდა დადასტურებულ დიაგნოზით და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა სოლოღაშვილმა.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაინფიცირების შემთხვევა 420-ია, აქედან 107 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები