16:53 | 2020-05-29 ავტორი: თეონა ყაჭიური

5 წესი, რაც ტურ-ოპერატორებმა და გიდებმა უნდა დაიცვან

5 წესი, რაც ტურ-ოპერატორებმა და გიდებმა უნდა დაიცვან

ჯანდაცვის მინისტრმა ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის ზოგადი რეკომენდაციები დაამტკიცა.

 

რეკომენდაციების მიხედვით, 6-ადგილიანი მინივენით 4, ხოლო 44-ადგილიანი ავტობუსით 22 ტურისტის გადაადგილებაა დასაშვები.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციები ასეთია: 

 

  • ტურზე წასვლამდე გიდს, მძღოლსა და ტურისტს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარდეს და ეს ყოველდღიურად გამეორდეს.

 

  • მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი.

 

  • ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება.

 

  • სალონი უნდა ნიავდებოდეს რეგულარულად ღია ფანჯრებით.

 

  • გიდს ტურისტებთან უშუალოდ შეხვედრისას უნდა ეკეთოს ნიღაბი და ტურის მსვლელობისას სტუმრებთან დაიცვას დისტანცია. ამასთან, თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი.
ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +