10:50 | 2020-09-07 ავტორი: მარი ჯაფარიძე

5 შვილის დედამ აწამა და მოკლა მიბარებული ბავშვი – წამებაში უამრავი მოზარდი იყო ჩართული

5 შვილის დედამ აწამა და მოკლა მიბარებული ბავშვი – წამებაში უამრავი მოზარდი იყო ჩართული

ეს საჩვენებელი ამბავია და ნათელს ხდის, რამდენი ადამიანი შეიძლება მონაწილეობდეს ერთი ადამიანის წამებასა და მკვლელობაში.

 

„წამიყვანეთ აქედან და მოგიყვებით ყველაფერს“, – ჩურჩულით უთხრა 15 წლის გოგონამ პოლიციელს. ის ძალიან გამხდარი იყო და ორთოპედიული ხელსაწყოების დახმარებით ძლივს მოძრაობდა.

 

მისი სახელი იყო ჯენი ლიკენსი, პოლიციამ დაკითხა ის და ის ოჯახიც, სადაც ცხოვრობდა, მისი დის, სილვიას გარდაცვალების გამო.

 

სილვიას ცხედარი სახლის სარდაფში, საშინელ მდგომარეობაში იპოვეს, მაგრამ ოჯახის უფროსმა, გერტრუდა ბანიშევსკიმ, გარდაცვლილის მიერ დაწერილი აღიარება წარუდგინა, რომ მას ის ბიჭები გაუსწორდნენ, რომლებთანაც გოგონას სქესობრივი კავშირი ჰქონდა.

 

რა თქმა უნდა, პოლიციამ დაუყოვნებლად განაცალკევა ჯენი დანარჩენებისგან და გერტრუდას მალევე წაუყენეს ბრალი.

 

გვამის გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ სილვია ქალწული იყო, თუმცა ვიღაც აშკარად ცდილობდა მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარებას, შეუსაბამო საგნით.

 

16 წლის გოგონას სხეულზე 150-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, რომელთაგან ზოგი (ყველაზე მსუბუქი) იყო დამწვრობა სიგარეტით.

 

აშკარა იყო, რომ გოგონაზე დიდი ხნის განმავლობაში ძალადობდნენ საბოლოოდ ქალას შიდა სისხლჩაქცევით გარდაიცვალა, რაც თავში დარტყმის შედეგი გახლდათ.

 

Гертруда Банишевски
გერტრუდა ბანიშევსკი

 

 

ამ ისტორიაში ყველაზე უარესი ის იყო, რომ გარდაცვლილი გოგონას წამებაში მრავალი ადამიანი მონაწილეობდა, ძირითადად – მოზარდები, მათ შორის სილვიას და – ჯენი, ხოლო გერტრუდა ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა.

 

ახალგაზრდა გოგონას მრავალდღიანი წამების არც ერთი მონაწილე არ იყო წინააღმდეგი სისასტიკისა, გარდა ჯენისა, რომელსაც გასაქცევი არსად ჰქონდა და რომელსაც ეშინოდა, რომ თავად აღმოჩნდებოდა სილვიას მდგომარეობაში.

 

ერთადერთი, რაც ჯენიმ შეძლო, ის იყო, რომ  მარცხენა ხელით ურტყამდა დას. ჯენი იყო სუფთა მემარჯვენე და მარცხენა ხელი მოქნევითაც რომ ჩაერტყა, ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა.

 

წამების თითქმის ყველა მონაწილე ერთხმად იმეორებდა, რომ მათ უბრალოდ დასაჯეს და ჭკუა ასწავლეს მოკლულს. სილვია ლიკენსის წამებისა და მკვლელების ამბავმა შოკში ჩააგდო ამერიკული საზოგადოება და ყურადღება იმით მიიპყრო, თუ სადამდე შეუძლია წასვლა ადამიანს, თუ მას მისცემ უფლებას, ფიზიკურად დასაჯოს სხვა ადამიანი.

 

საბედისწერო შეთანხმება

 

სილვია დაიბადა 1949 წელს, საშუალო შეძლების ოჯახში. მას ჰყავდა უფროსი და უმცროსი ტყუპი და-ძმები. ჯენი იყო სილვიას უმცროსი და. ოთხი წლისა ავად გახდა და მას შემდეგ სიარული უჭირდა. თითქმის მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში, სილვია სათუთად ზრუნავდა ჯენიზე.

 

ჯერ კიდევ მოზარდი სილვია ფულს რეცხვითა და სხვისი შვილების ძიძობით გამოიმუშავებდა.

 

მშობლები მუდმივად ცდილობდნენ შვილების უზრუნველყოფას. ისინი მოგზაურობდნენ თითქმის მთელ ქვეყანაში, მუშაობდნენ ხან სად და ხან – სად. მუდმივად ფულის ნაკლებობა ჰქონდათ, რის გამოც სილვიას დედა ზოგჯერ მაღაზიებში წვრილმან ნივთებს იპარავდა.

 

საბოლოოდ, იგი დაიჭირეს და დააპატიმრეს. მარტო დარჩენილ მამას უნდა ემუშავა. ის შეუთანხმდა ერთ-ერთ მეზობელს, გერტრუდა ბანიშევსკის, რომ გოგონები მისი მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებოდნენ. მით უმეტეს, რომ  სილვია ასევე კარგი დამხმარე იქნებოდა. მამამ პირობა დადო, რომ ყოველ კვირას ფულს გამოგზავნიდა გოგონებისთვის.

 

მოგვიანებით, გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დროს, მას ჰკითხეს, თუ როგორ მიანდო ორი ქალიშვილი ქალს, რომლის სახლიც მოუწესრიგებელი იყო, ბავშვები კი მოუვლელი.

 

Пола Банишевски

 

ბანიშევსკი ძალიან ადრე დაქორწინდა, ათი წლის შემდეგ კი განქორწინდა. ოთხი შვილი კი მის კმაყოფაზე დარჩა.

 

მოგვიანებით, მან ხანმოკლე ურთიერთობის შედეგად მეხუთე შვილიც გააჩინა. იგი ცხოვრობდა ბავშვთა შემწეობებით.

 

პირველ კვირას ყველაფერი კარგად მიდიოდა. სილვია სახლის მოვლაში  ეხმარებოდა. საღამოობით ოჯახთან ერთად უყურებდა სატელევიზიო შოუებს, მღეროდა სტეფანი ბანიშევსკისთან ერთად – ორივეს ძალიან უყვარდა სიმღერა.

 

მაგრამ მეორე კვირას, დანიშნულ დღეს, კონვერტი ფულით არ ჩამოვიდა. ბანიშევსკი გაბრაზდა და მიბარებული გოგონები სცემა იმის გამო, რომ მათზე „ტყუილად“ ზრუნავდა.

 

ფული ერთი დღის დაგვიანებით მოვიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბანიშევსკიმ დასჯას გემო გაუგო და თითქმის მუდმივად საბაბს ეძებდა, რომ სილვია დაესაჯა.

 

წამება კოლექტიური საქმეა

 

სილვია აცნობიერებდა, რომ თუ გაიქცეოდა, გერტრუდას რისხვა ჯენის დაატყდებოდა თავს. მან ფაქტობრივად  სიცოცხლე გაწირა ჯენის გადასარჩენად.

 

გერტრუდას ერთ-ერთი თავდასხმის დროს, სილვიამ მისი ყურადღბის გადატანა სცადა და გერტრუდას ქალიშვილის, პაოლას საიდუმლო გაამხილა. პაულა ფეხმძიმედ იყო. ბანიშევსკი აღშფოთდა, მაგრამ არა მისი ქალიშვილის საქციელით, არამედ – ცილისწამებისთვის.

 

გერტრუდამ როგორღაც დაარწმუნა სილვია, რომ იგი ზნედაცემული იყო, რადგან … ის ფეხმძიმედ იყო. გოგონამ არაფერი იცოდა სექსუალური ცხოვრების შესახებ და თავისი ორსულობის ამბავი დაიჯერა, რის გამოც ნამდვილ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა.

 

სტეფანი ბანიშევსკი – გერტრუდის კიდევ ერთი ქალიშვილი მეგობრობდა სილვიასთან, მაგრამ დედის ისე ეშინოდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას ვერ ბედავდა. სილვიას დამხმარე არავინ იყო.

 

 

ბიჭებთან ნებისმიერი ურთიერთობა (რომელთაგან ერთ-ერთი მას ძალიან მოსწონდა) ზნედაცემულობის ბრალდებაში გადაიზრდებოდა ხოლმე. როდესაც სილვიამ შაქარყინული იყიდა, მას სცემეს, რადგან დაადანაშაულეს ქურდობაში.

 

სილვია თავდაპირველად იმედოვნებდა, რომ უფროს დასთან, დაიანასთან შეხვედრა ყველაფერს შეცვლიდა, მაგრამ დაიანამ იფიქრა, რომ გოგონები აზვიადებდნენ, რადგან არ მოსწონდათ უცხო ადამიანებთან ცხოვრება. იგი ვერ წარმოიდგენდა, რომ ქალი, რომელსაც ბევრი შვილი ჰყავს, ისევე როგორც დედამისს, შეიძლება ასე სასტიკი აღმოჩნდეს.

 

გერტრუდამ აქტიურად ჩაერთო თავისი შვილები და ჯენი, სილვიაას ცემაში, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა საკმარისი.

 

როდესაც შეიტყო, რომ სილვია მეგობრობდა გოგონასთან, სახელად ანასთან, გერტრუდამა უთხრა ანას, რომ სილვიამ, სავარაუდოდ, დედამისის შესახებ საშინელი რამ თქვა და მის დასჯაში დახმარება შესთავაზა. მოგვიანებით, თორმეტი წლის ჯუდიტ ლუკა მიწვეულ იქნა სილვიას დასასჯელად.

 

პირველად ჯუდიტს შეეშინდა იმის, რაც დაინახა და შეეცადა დედისთვის ეთქვა, რაც სილვიას გაუკეთეს, მაგრამ დედამ უთხრა, რომ სილვია მხოლოდ ისჯებოდა და ჯუდიტმაც ასევე დაიჯერა,  რომ რასაც ისინი აკეთებდნენ, ნორმალური იყო და ხშირად მონაწილეობდა სილვიას დასჯაში.

 

როდესაც ახალი მეზობელი გერტრუდასთან მივიდა შვილისთვის ძიძის მოძიების გამო, სილვიამ მაშინვე მიიპყრო ყურადღება გარეგნობით. ის გარდაცვლილს ჰგავდა და თვალის ქვემოთ სისხლჩაქცევაც ჰქონდა.

 

პაოლამ სილვიას ცხელი წყალი გადაასხა და დაიკვეხნა, რომ გოგონას სახეზე სისხლნაჟღენთი მისი ხელობა იყო. მეზობელი გაოგნებული წავიდა, მაგრამ არსად განუცხადებია ამის შესახებ.

 

მოგვიანებით, მეზობელმა დაინახა, რომ სილვია კვლავ სცემეს, მაგრამ ისევ არსად გაუმხელია.

 

იყო გარკვეული შანსი, რომ მღვდელ ჯულიანს, რომელიც გერტრუდას საკუთარ სახლში ესტუმრა, განგაში აეტეხა, მაგრამ გერტრუდამ მას უთხრა, რომ სილვია ქურდობდა და პროსტიტუციას ეწეოდა.

 

მღვდელმა, რომელიც დიდი ხანია იცნობდა სილვიას, არ დაიჯერა ეს და სცადა ჯენის გასაუბრებოდა, მაგრამ მას ისე შეეშინდა, რომ მექანიკურად ილაპარაკა ის, რაც გერტრუდამ ასწავლა.

 

სილვიამ მაღაზიიდან სპორტული ფორმა მოიპარა, რომ სკოლაში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს დასწებოდა. გერტრუდამ ეს ქურდობა საბაბად გამოიყენა, რათა სილვია სახლში ჩაეკეტა.

 

მან გოგონა ისე სცემა, რომ სილვიას უნებლიე შარდვა დაეწყო.  უკვე ამ საბაბით, იგი სარდაფში იყო ჩაკეტილი. გერტრუდა მიდიოდა მხოლოდ მის საცემად და თან მოზარდები მიჰყავდა, რომ წამებაში ჩართულიყვნენ.

 

მან მეზობელი ბიჭი, რიჩარდ ჰობსი ჩართო წამებში, რომელმაც სილვიას ტანზე წარწერა – „მე მეძავი ვარ და ვამაყობ ამით“ და მკერდზე ციფრი 3 ამოწვა. ასევე სცადეს ბოთლით მისი გაუპატიურება, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. ის ასევე აიძულეს, დაეწერა წერილი, რომელიც მოგვიანებით პოლიციას აჩვენეს.

 

Гертруда Банишевски во время освобождения из тюрьмы

 

ამასობაში დაიანამ ადგილობრივ ჯანდაცვის სამსახურს დაურეკა, ჩიოდა, რომ არ აძლევდნენ უფლებას, რომ უნარშეზღუდული და ენახა.

 

გერტრუდას სახლში მედდა მივიდა. ჯენი კარგად იყო, მაგრამ სილვიაზე გერტრუდამ თქვა, რომ პროსტიტუციით იყო დაკავებული და სახლიდან გაიქცა.

 

ჯენიმ ეს დაადასტურა. ორგანიზაციამ დაკარგა ინტერესი ბანიშევსკის მიმართ.

 

 

სილვიამ საბოლოოდ გაქცევა გადაწყვიტა. მან გაიგონა, როგორ ლაპარაკობდნენ, რომ მის ტყეში წაყვანას აპირებდნენ. აშკარა იყო, რომ იგი ტყიდან ვეღარ გამოვიდოდა.

 

გოგონა ისეთი დასუსტებული იყო, რომ გაქცევა ვერ მოახერხა. იგი კვლავ აწამეს. მორიგი ცემის შემდეგ,  მეტყველების უნარი დაკარგა. შემდეგ, ქალიშვილთან და რიჩარდ ჰობისთან ერთად სარდაფში ჩასვლისას, გერტრუდამ აღმოაჩინა, რომ სილვია მოკვდა.

 

სტეფანი შეეცადა, ყოფილი შეყვარებულისთვის ხელოვნური სუნთქვა ჩაეტარებინა, მაგრამ გერტრუდამ შეაჩერა, რადგან სილვია, მისი აზრით, თამაშობდა.

 

ქალმა მთელი ძალით დაარტყა სილვიას სახეში წიგნი და მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა, რომ გოგონა ნამდვილად არ სუნთქავდა. მან ჰობსს უთხრა, რომ დაერეკა პოლიციაში.

 

ჯენი იყო პირველი, ვინც ჩვენება მისცა. სასამართლო პროცესზე გერტრუდა უარყოფდა ყველაფერს – ძალადობას, მისი ქალიშვილის ორსულობას.

 

იგი ირწმუნებოდა, რომ დეპრესიით იტანჯებოდა. თერთმეტი წლის მერი ბანიშევსკი ცდილობდა ყველაფრის უარყოფას, მაგრამ შემდეგ, ვერ გაუძლო, წამოიძახა – „უფალო, დამეხმარე!“ და მოჰყვა, თუ როგორ ჩაითრიეს და სილვიას კანზე დამწვრობა მიაყენა.

 

პაულას და ჯონ ბანიშევსკის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მათი კლიენტები დედის გავლენის ქვეშ იყვნენ. გერტრუდას ადვოკატი ცდილობდა, ის ჭკუასუსტად წარმოეჩინა.

 

საზოგადოება იმან გააკვირვა, რომ საქმეში ბევრი მოზარდი მონაწილეობდა – არა მხოლოდ ბანიშევსკის ოჯახიდან.

 

გერტრუდს მიესაჯა სიკვდილი. პაულა ბანიშევსკი გაასამართლეს მეორე ხარისხის მკვლელობისთის, ხოლო ჰობსი, ჰუბარდი და ჯონ ბანიშევსკი წინასწარ განზრახული მკვლელობისთის გასამართლდნენ.

 

გერტრუდამ, პოლამ და ჯონმა განაჩენის გამო ცრემლი მოიწმინდეს. ჩანდა, რომ ისინი არ ელოდნენ მოსამართლის ასეთ სისასტიკეს.

 

გერტრუდას სიკვდილი სამუდამო პატიმრობით  შეუცვალეს. უკვე გისოსებს მიღმა, პოლამ ქალიშვილი გააჩინა და დედის სახელი, გერტრუდა დაარქვა. გოგონა გააშვილეს.

 

სასამართლო პროცესის დასრულებიდან ხუთი წლის შემდეგ, ინდიანას უზენაესმა სასამართლომ შეცვალა გერტრუდასა და პაოლას გამამტყუნებელი განაჩენი იმ მოტივით, რომ საზოგადოებრივმა განწყობამ გავლენა მოახდინა ნაფიც მსაჯულებზე. 1971 წელს საქმის ხელახალი მოსმენა მოხდა.

 

მასზე პაოლამ დანაშაული აღიარა და მიიღო განუსაზღვრელი სასჯელი „ორიდან ოც წლამდე“. ორი წლის შემდეგ იგი გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე სცადა გაქცევა.

 

გერტრუდა კვლავ დამნაშავედ ცნეს უვადო პატიმრობა დაუტოვეს. 15 წლის შემდეგ მან დაარწმუნა კომისია, რომ ინანიებდა დანაშაულს და ამტკიცებდა, რომ იმ დროს იგი ნარკოტიკს იღებდა და შესაბამისად, იყო შეშლილი. სასამართლომ გაითვალისწინა მისი აქტიური საქმიანობა ციხეში და გაათავისუფლა.

 

გათავისუფლებიდან ხუთი წლის შემდეგ იგი გარდაიცვალა კიბოთი.

 

ჯენი 2004 წლამდე ცხოვრობდა, მან ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს იცოცხლა. მუშაობდა ბანკში და დაქორწინდა.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X