10:36 | 2020-03-03 ავტორი: Prime Time

5 რჩევა თუკი ეჭვობთ, რომ კორონავირუსი გაქვთ და სახლში რჩებით

5 რჩევა თუკი ეჭვობთ, რომ კორონავირუსი გაქვთ და სახლში რჩებით

ოფიციალური რჩევები მათთვის ვინც ეჭვობს, რომ კორონავირუსი აქვს და დიაგნოზის დადასტურებამდე სახლში რჩება.

 

BBC-ს სამედიცინო კორესპონდენტის, ფერგუს უოლშის თქმით, წარმატებული თვითიზოლაციისთვის 5 რჩევა უნდა გაითვალისწინოთ:

1. თუ სახლში დარჩით,თვითიზოლაციაში, არ წახვიდეთ სკოლაში, სამსახურში ნუ მიიღებთ სტუმრებსა და მნახველებს.

 

2. თუ ხველა ან ციება გაქვთ, ექიმთან კონსულტაცია ტელეფონით გაიარეთ. მისი რეკომენდაციის გარეშე ნუ წახვალთ სამედიცინო ცენტრში ან საავადმყოფოში.

 

3. თუ სხვებთან ერთად ცხოვრობთ, იყავით ცალკე ოთახში, სადაც კარგი ვენტილაციაა. დახურეთ კარი. აბაზანა ბოლომ გამოიყენეთ.

 

4. ნაგავი და ნარჩენები ორმაგად შეფუთეთ. თუ კორონავირუსი დაგიდგინდათ, მათ ცალკე გადაყრიან.

 

5. თუ მარტო ცხოვრობთ, საჭირო ნივთები და პროდუქტები შეუკვეთეთ ან დახმარება მეგობრებს სთხოვეთ. მაგრამ პროდუქტები კართან უნდა დაგიტოვონ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. 29 თებერვალს რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ ერთი საკარანტინო ზონა მოეწყო. ძირითადად პაციენტებს კი ინფექციურ საავადმყოფოში იღებენ. 

 

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 45 064 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რიცხვი 3 044-მდე გაიზარდა.

 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 89 073-მდე გაიზარდა, აქედან 80 026 შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X