23:24 | 2021-06-07 ავტორი: Prime Time

„5 მილიონი მხოლოდ შოპინგში ჰქონდა დახარჯული… ამ გოგოს უიღბლობა ლოდივით მაწევს…“ – დალი ჩიტალაძე 

„5 მილიონი მხოლოდ შოპინგში ჰქონდა დახარჯული… ამ გოგოს უიღბლობა ლოდივით მაწევს…“ – დალი ჩიტალაძე 

გადაცემა „ფარულ კონვერტში“ დალი ჩიტალაძე ერთ მძიმე ისტორიას იხსენებს, რომელიც მის მეგობარს ეხება.

არც ვიცი რით დავამთავრო ეს პოსტი... ძალიან მტკივა ეს დაუსრულებელი დუმილი... - ხათუნა ხოფერია ირაკლი იმნაიშვილის ისტორიას ეხმიანება
2021-06-02არც ვიცი რით დავამთავრო ეს პოსტი... ძალიან მტკივა ეს დაუსრულებელი დუმილი... - ხათუნა ხოფერია ირაკლი იმნაიშვილის ისტორიას ეხმიანება

 

„რა შეიძლება მოჰყვეს ნარკოტიკს. არსად არ მომიყოლია ეს ისტორია. როდესაც ვერსაჩეში ვმუშაობდი კარი გაიღო და შემოვიდა ულამაზესი ქალბატონი, მწვანე თვალებით, თვალს ვერ მოსწყვეტდი. მას ჰყავდა მეუღლე და ის საოცრად ანებივრებდა ჟანას. რასაც უნდოდა იმას აკეთებდა, ყველგან მოგზაურობდა. 5 მილიონი მხოლოდ შოპინგში ჰქონდა დახარჯული.

 

მან დაიწყო ნარკოტიკების მოხმარება, ჰქონდა შეგრძნება, რომ იყო ძალიან მსუქანი მას მერე ანორექსიაც დაემართა. ის 47 წლის ასაკში ანორექსიით დაიღუპა. როცა ნარკოტიკის ფული არ ჰქონდა სასმელს სვამდა. ამ გოგოს უიღბლობა ლოდივით მაწევს, მას შეეძლო ყველაფერი ჰქონოდა.

 

გავიგე კიდეც რომ მიტოვებულ სასაფლაოზე დაკრძალეს და როდესაც მოვხვდები მოსკოვში მის საფლავზე აუცილებლად მივალ“- ამბობს დალი ჩიტალაძე.

ავტორი: Prime Time


X