00:53 | 2020-07-05 ავტორი: Prime Time

5 ივლისს სავსე მთვარე და მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა

5 ივლისს სავსე მთვარე და მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა

ასტროლოგი დავით ნიბლაძე 5 ივლისის მთვარის დაბნელების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს. იგი აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

 

„5 ივლისს სავსე მთვარე და მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა

 

სავსე მთვარის პიკი: 08:44 სთ დაბნელება დაიწყება 03:07 საათზე, პიკს მიაღწევს 08:30-ზე და დასრულდება 09:52 საათზე.დაბნელებას საქართველოდან ვერ დავინახავთ.

 

ეს არის ამ ზაფხულის და თხის რქა-კირჩხიბის ღერძზე სერიის ბოლო, ფინალური დაბნელება. მართალია, მზესა და მთვარეს ზუსტი დაძაბული ასპექტები არცერთ პლანეტასთან არ აქვს და ეს დაბნელების ბუნებას უფრო მსუბუქს ხდის, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სატურნის დაბრუნება თხის რქაში და თავისებურად მოქმედებს ასევე რეტროგრადული პლანეტები (მერკური, იუპიტერი, სატურნი, ნეპტუნი, პლუტონი).

 

პატრიარქმაც თქვა და მეც ვთქვი - რას ჰყვება მიხეილ ცაგარელი მიმდინარე წელზე
2020-06-11პატრიარქმაც თქვა და მეც ვთქვი - რას ჰყვება მიხეილ ცაგარელი მიმდინარე წელზე

 

სავსე მთვარე და დაბნელება ამჯერად თხის რქაში, მე-14 გრადუსზეა.

 

იქამდე, სანამ უშუალოდ ამ დაბნელების დახასიათებაზე გადავალთ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ დაბნელება ასტროლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ძირითად ცვლილებებზე მიუთითებს.

 

ესაა სიმწიფისა და ყველაფერი იმის დასრულების პერიოდი, რაც სასარგებლოს არაფერს გვაძლევს. დაბნელება საკმაოდ ძლიერი კოსმიური ენერგიის მატარებელია, რაც გვიბიძგებს ისეთ საკითხებზე წერტილის საბოლოოდ დასმისკენ, რომელსაც უკან აღარასდროს დავუბრუნდებით. ზრდა და განვითარება სამყაროს კანონია.

 

მზის დაბნელება, რომელიც დაახლოებით 2 კვირის წინ გამოვიარეთ, ძირითადად, გარე მოვლენებსა და ცვლილებებს იწვევს, მთვარის დაბნელება კი შინაგან, ემოციურ ტრანსფორმაციას აპროვოცირებს“, – წერს ასტროლოგი.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X