16:40 | 2020-04-30 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი მილიონერები კარანტინში – სად ემალებიან პანდემიას

ქართველი მილიონერები კარანტინში – სად ემალებიან პანდემიას

კორონავირუსის პანდემია მდიდარსაც და ღარიბსაც ერთნაირად შეეხო. თუმცა ყველაზე რთული კარანტინში ყოფნა იმ ადამიანებისთვის არის, ვინც მოგზაურობასა და მუდმივად ხალხმრავალ შეკრებებს იყო მიჩვეული.

 

მათი შემოსავალი ძირითადად ყოველდღიურ საქმიანობაზეა დამოკიდებული, რისი განხორციელების საშუალებაც ახლა არ ეძლევათ.

 

სამაგიეროდ სხვანაირია მდიდრების ყოფა კარანტინში, მათ საკუთარ ეზოში აქვთ სპორტული მოედნები, კინოთეატრები, საცურაო აუზები და ა.შ.

კარანტინში მყოფები ინსტაგრამზე აქტიურად აქვეყნებენ, როგორ გაჰყავთ თავისუფალი დრო.

 

„ვისოლის“ დამფუძნებლების ლევან და სოსო ფხაკაძეების ოჯახი კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ თბილისში შეიკრიბა.

 

 

 

საქართველოში ჩამოვიდა ლევან ფხაკაძის ვაჟი, ვასკა ფხაკაძე, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს.

 

უმდიდრესი ოჯახი კარანტინში აქტიური ჯანსაღი ცხოვრების წესით არის დაკავებული. ცნობილი სპორტული ინსტრუქტორი მახო გარსევანიშვილი, მათ პირად სატრენაჟორო დარბაზში ავარჯიშებს.

 

ვარჯიშობენ როგორც ძმები ფხაკაძეები, ასევე ლევან ფხაკაძის მეუღლე თეა დარსაძე და ვაჟი ვასკა ფხაკაძე.

 

ბიზნესმენ დავით დუმბაძის ქალიშვილი, ელენე დუმბაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ყოფილი რძალია, კარანტინის გამოცხადების შემდეგ, საფრანგეთიდან თბილისში დაბრუნდა და კარანტინში წყნეთში იმყოფება.

 

ელენე სახლში აქტიურად არის დაკავებული სპორტით, მისი პირადი მწვრთნელი, მახო გარსევანიშვილი ელენეს ონლაინის მეშვეობით ავარჯიშებს.

 

თბილისში იმყოფება ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი ლაშა შევარდნაძე, რომელიც შვილებს ედუ და სანი შევარდნაძეებს უფრო მეტ დროს უთმობს. ლაშა არც საყვარელ სპორტზე ამბობს უარს და თავისუფალ დროს კოჯრის ტყეში ვარჯიშობს.


რაც შეეხება მის დას, სოფიკო შევარდნაძეს, რომელიც რუსეთში პოპულარული ჟურნალისტია, ის დისტანციურად სახლიდან მუშაობს.

 

გადაცემების ჩანაწერებს ინსტაგრამზე აქვეყნებს.

 

ცნობილი მდიდარი წყვილი ქეთი ჟღენტი და თორნიკე ქებურია, კორონავირუსის პანდემიის დროს მალდივებზე ისვენებდა.

 

შესაბამისად წყვილი ზღაპრული კურორტიდან მოულოდნელად დაბრუნდა და ორკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

 

ისინი ამჯერად სახლში იმყოფებიან და თავისუფალ დროს შვილებთან ერთად ატარებენ.

 

თორნიკე ქებურიას გაუმართლა, ის მოტოსპორტით არის გატაცებული და შესაბამისად კორონავირუსის გამო, დაწესებული აკრძალვები მასზე ნაკლებად გავრცელდა.

 

როგორც იცით, უმშვენიერესი ქეთი ჟღენტი სტუდენტია და კარანტინში მყოფი ახალგაზრდა, მდიდარი მოდელი ონლაინ ლექციებსაც ესწრება.

 

ბიზნესმენი გენო მალაზონია პანდემიის გამოცხადების მიუხედავად მუშაობს.

 

ის სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში არის ჩართული და ასევე, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის წევრიც არის.

 

გენო მალაზონია აქტიურ ბიზნესსაქმიანობაში ამჯერად ონლაინ არის ჩართული.

 

მან გუშინ ინსტაგრამზე კელი დეგნანთან გამართული კონფერენციიდან ფრაგმენტი გამოაქვეყნა.

 

ამერიკის ელჩმა საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომელიც დისტანციურად შედგა.

 

მალაზონიას უყვარს სპორტი და მოგზაურობა, თუმცა დაწესებული შეზღუდვების გამო, ახლა მასზე უარის თქმა უწევს, სამაგიეროდ ბევრი დრო დარჩა კითხვისთვის.

 

ინსტაგრამზე საკუთარ გამომწერებს, ბიზნესმენმა კარანტინში საკითხავი წიგნები გაუზიარა. ესენია „სიყვარული ჟამიანობის დროს“, „სიკვდილი ვენეციაში“ და „შავი ჭირი“.

 

ამერიკაში იმყოფება თემურ უგულავას და ნინი ნებიერიძის წყვილი.

 

ისინი საქართველოდან კორონავირუსის პანდემიის გავრცელებამდე გაფრინდნენ და ძირითადად იქ ცხოვრობენ.

 

უგულავა-ნებიერიძის წყვილი დროს მეგობრებთან ირაკლი კვირიკაძესთან და ელენე მახარაშვილთან ერთად ატარებენ.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი


X