fbpx
17:09 | 2020-06-08 ავტორი: ნინი ტაველიძე

4 წლის ბავშვის მკვლელობის გამო კაცმა 30-წლიანი სასჯელი ისე მოიხადა, რომ ეს მას არ ჩაუდენია

4 წლის ბავშვის მკვლელობის გამო კაცმა 30-წლიანი სასჯელი ისე მოიხადა, რომ ეს მას არ ჩაუდენია

მამაკაცი 30-წლიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ სცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

 

ბოლო სიკვდილმისჯილი პატიმარი საქართველოში - ის მამათმავლობისა და მკვლელობისთვის გაასამართლეს
2020-06-02ბოლო სიკვდილმისჯილი პატიმარი საქართველოში - ის მამათმავლობისა და მკვლელობისთვის გაასამართლეს

 

55 წლის ვოლტერ ოგროდს ბრალი 4 წლის გოგონაზე, ბარბარე ჯინ ჰორნზე სექსუალურ ძალადობასა და მკვლელობაში ედებოდა. მან ციხეში 30 წელი გაატარა. პენსილვანიის სასამართლომ ის უდანაშაულოდ სცნო.

 

ვოლტერის თქმით, განთავისუფლების შემდეგ პირველი, რასაც იზამს ეს ოჯახთან ერთად დროის გატარება და მწვადების შეწვაა.

 

„ამ უდანაშაულო ადამიანმა ციხეში 30 წელი გაატარა. ის დრო, რაც მას შეეძლო ოჯახთან ერთად ყოფილიყო“, – ამბობს ვოლტერის ადვოკატი.

 

1988 წელს, პატარა ბარბარა ჯინ ჰორნის ცხედარი ოგროდის სახლის მახლობლად, ყუთში აღმოაჩინეს. ოთხი წლის შემდეგ ვოლტერი გოგონას მკვლელობისვის დააკავეს.

 

ადვოკატების თქმით, ვოლტერს სასამართლო მოსმენაზე ფილადელფიის პოლიციის დეტექტივებმა ტყუილის თქმა აიძულეს. რის შემდეგაც ის დამნაშავედ სცნეს.

 

ვოლტერი აუტისტური სპექტრის მქონეა. მოგვიანებით მან თავისი ჩვენება უარყო. ამასთანავე, 5-მა მოწმემ დაადასტურა, რომ ადამიანი, რომელიც მათ ყუთით ხელში დაინახეს, სულაც არ ჰგავდა ვოლტერს.

 

მოგვიანებით, დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ დანაშაულის ადგილიდან აღებული ნიმუშები ვოლტერისას არ შეესაბამებოდა. სასამართლოს უკვე ჰქონდა მტკიცებულება, რომ ვოლტერს მკვლელობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია.

 

ვოლტერი გაათავისუფლეს. ვოლტერის განთავისუფლებას მოკლული 4 წლის გოგონას დედაც ითხოვდა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X