fbpx
11:44 | 2020-07-07 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

4 საათზე მივდიოდი მშენებლობაზე, 8 საათისთვის უკან ვბრუნდებოდი სკოლაში წასვლა რომ მომესწრო – XI კლასელი დიმა თევზაძის ამბავი

4 საათზე მივდიოდი მშენებლობაზე, 8 საათისთვის უკან ვბრუნდებოდი სკოლაში წასვლა რომ მომესწრო – XI კლასელი დიმა თევზაძის ამბავი

„13 წლის ვიყავი, უკვე ვმუშაობდი, ოჯახს ვეხმარებოდი. შარშან, ზამთარში ღამის 4 საათზე მივდიოდი მშენებლობაზე, 8 საათისთვის უკან ვბრუნდებოდი, რომ სკოლაში წასვლა მომესწრო.“ – ასე იწყებს საუბარს 12-ე კლასელი დიმა თევზაძე „ცოდნის კაფესთან“.

 

მის დასახმარებლად „ცოდნის კაფე“ინიციატივით გამოდის. ალბათ, ბევრი ჩაერთვება სოციალურ კამპანიაში, რომელიც დიმა თევზაძის განათლებისთვის წამოიწყო.

 

სკოლის მოსწავლე განათლების მიღებაზე ოცნებობს. ამბობს, რომ მძიმე მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად, ის მუშაობის პარალელურად, კარგად სწავლობს.

 

არ აქვს სწავლისთვის საჭირო პირობები – ინტერნეტი და კომპიუტერი.

 

„ცოდნის კაფე“-ს პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„13 წლის ვიყავი, უკვე ვმუშაობდი, ოჯახს ვეხმარებოდი. შარშან ზამთარში ღამის 4 საათზე მივდიოდი მშენებლობაზე, 8 საათისთვის უკან ვბრუნდებოდი რომ სკოლაში წასვლა მომესწრო.

 

სწავლით კარგად ვსწავლობ, მინდა უნივერსიტეტში ჩავაბარო, მუშაობის მიუხედავად, მაინც ვახერხებ, რომ მაღალ ქულებზე ვისწავლო. ფიზიკურად როცა ვმუშაობ, თავს არ ვზოგავ, ამიტომაც ყველა მიცნობს, იციან რომ სამუშაო მჭირდება და სოფელში თუ რამე საქმეა გასაკეთებელი, სულ მეძახიან.

 

უსინათლო პროგრამისტის ისტორია, დაგარწმუნებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს
2020-06-28უსინათლო პროგრამისტის ისტორია, დაგარწმუნებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს

 

ამ სემესტრში ინტერნეტი და კომპიუტერი არ მქონდა, ყველა მასწავლებელს დავუკავშირდი და ვუთხარი, ვიმეცადინებ, ფოტოებს გადავუღებ დავალებებს, მესენჯერში გამოგიგზავნით მეთქი.

 

წელს აბიტურიენტი ვხდები, კომპიუტერულ ინჟინერიაზე ჩაბარება მინდა, სანამ ჩემი პროფესიით დავსაქმდები, იქამდე ბუღალტრული კურსებიც მინდა გავიარო, თბილისში რომ წავალ, ქირის გადასახადიც ხომ მე უნდა ვიხადო და კომუნალურებისაც, ამიტომ სწავლის პარალელურად, უნდა ვიმუშავო.

 

ამ შემოდგომას, ისევ ონლაინ სწავლება თუ იყო, აქ თუ ვერაფერი ვნახე, ვაპირებ თბილისში წასვლას, წინასწარ რომ მოვაგროვო ფინანსები, ონლაინ უფრო მოვახერხებ გაკვეთილებზე დასწრებას და თან ვიმუშავებ.

 

აბიტურიენტობის დროს, მომზადებით ვერ მოვემზადები, ჩემით უნდა ვიმეცადინო ჩასაბარებლად, ერთადერთი რაც მიჭირს, ინგლისურია, ვერ ვერკვევი ხოლმე, მაგრამ ამისთვისაც მზად ვარ, რომ ჩემით ვიმეცადინო.

 

დიმა თევზაძე XI კლასი, სოფელი ხორნაბუჯი, დედოფლისწყარო

 

მიეცი განათლება დიმას და კიდევ 30-მდე წარმატებულ მოსწავლეს სიღნაღის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში – პლანშეტის საყიდლად საჭიროა 345 ლარი. ინტერნეტისთვის – 25 ლარი.“ – წერს სოციალური საწარმო „ცოდნის კაფე.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X