fbpx
13:26 | 2020-10-23 ავტორი: თეონა ყაჭიური

4 მთავარი რამ, რაც დღეს საკოორდინაციო საბჭომ შეგვატყობინა

4 მთავარი რამ, რაც დღეს საკოორდინაციო საბჭომ შეგვატყობინა

დღეს, 23 ოქტომბერს, უწყებათაშორის საკოორდინაციო სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების შემდეგ, მთავრობის წევრებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილტებაც გააჟღერეს, რაც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარეობს.

 

დღეს მთავრობის მიერ განხილული საკითხები ასეთია: 

 

პირბადეების ტარება საქართველოს სამ დიდ ქალაქში მკაცრად გაკონტროლდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და აჭარაში პირბადეების გარეთ ტარების მკაცრი რეკომენდაცია გაიცა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, პირბადეების ტარება ღია სივრცეებში მკაცრად გაკონტროლდება, თუმცა იგი იმედს იტოვებს, რომ მთავრობას ჯარიმის დაწესება ღია სივრცეშიც არ მოუწევს.

 

ამასთან, მთავრობა დედაქალაქში ტრნსპორტის შეზღუდვას ჯერ არ გეგმავს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა ჯერჯერობით არ განიხილება.

 

ასევე, დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, სწავლა 1 კვირის განმავლობაში მხოლოდ დისტანციური რეჟიმით იწარმოებს. როგორც განათელბის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე ამბობს, ასეთი სკოლები სწავლას ერთი კვირის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. 

 

გადავედით წითელ ზონაში! - ამირან გამყრელიძე 
2020-10-23გადავედით წითელ ზონაში! - ამირან გამყრელიძე 

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადწყვეტილება, რომელიც დღეს ბრიფინგზე გაჟღერდა სწრაფ ტესტებს ეხება.

 

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განმარტა, საქართველოში იწყება ტესტების გამოყენება, რომლის პასუხი მოქალაქეს 20 წუთში ეცოდინება. ტესტების გამოყენება ისეთი პროტოკოლით მოხდება, როგორც PCR ტესტები (მოქალაქეებს ნაცხს აუღებენ). იმნაძის განმარტებით, ქვეყანას ამჟამად 150 ათასი ასეთი ტესტი აქვს და ნახევარი მილიონი შეკვეთილია.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, დღეს გამოჯანმრთელდა კიდევ 350 ადამიანი, ასევე გარდაიცვალა 5 პაციენტი.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X