18:24 | 2020-04-10 ავტორი: თამთა თორდია

4 ახალი შემთხვევა ლენტეხში – სუფრაზე მყოფი 50 ადამიანი საფრთხეშია?! 

4 ახალი შემთხვევა ლენტეხში – სუფრაზე მყოფი 50 ადამიანი საფრთხეშია?! 

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ეროვნული ბანკის კლასტერი  გაიზარდა. ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4-ით მეტი გახდა.

 

გავრცელების წყარო ერთ-ერთი ბიზნესმენია, რომელიც კორონავირუსით ეროვნული ბანკის თანამშრომელმა დააინფიცირა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ის თბილისიდან ქვემო სავანეთში ჩავიდა და დაბადების დღე გადაიხადა. დაბადების დღეზე მყოფი 50 ადამიანი კი ახლა საფრთხის ქვეშაა.

 

ბოლო მონაცემებითქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა 230-მდე გაიზარდა.

 

გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი. კორონავირუსის შედაგად გარდაცვლილია 3 ადამიანი.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა კომენდანტის საათი.

 

დაიხაურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

განჩინების მიხედვით, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში;

 

მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები