14:56 | 2020-04-24 ავტორი: Prime Time

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

დღეის მონაცემებით, იმ ფონდებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, დახმარებით ისარგებლებს საქართველოს სულ მცირე 350 ათასი მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის 460 მილიონი ლარის ხარჯია,- ამის შესახებ გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

 

მისი განცხადებით, მათი მიზანი იყო, თითოეულ მოქალაქემდე სხვადასხვა გზით, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა და სოციალური დახმარება მისულიყო.

 

პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ
2020-04-24პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

 

„ეს არის ის მინიმუმი, რომელიც საქართველოს მთავრობას დღეს შეუძლია შესთავაზოს მოქალაქეებს იმ შეზღუდული რესურსებიდან, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი ეკონომიკის სიმცირიდან და ჩვენი ეკონომიკის შესაბამისია“, – თქვა გახარიამ.

 

მისივე განცხადებით, ყველას აკისრია ვალდებულება, იყოს მაქსიმალურად სამართლიანი.

 

ნახეთ: 10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს – რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები