11:31 | 2020-02-21 ავტორი: Prime Time

მხატვარი საქართველოდან, რომლის ნახატები ესპანეთში ძალიან ბევრ ოჯახშია

მხატვარი საქართველოდან, რომლის ნახატები ესპანეთში ძალიან ბევრ ოჯახშია

„პრაიმტაიმის“ სტუმარია 35 წლის სოფი მოდებაძე. 2016 წელს სოფომ ოჯახთან ერთად სამშობლო დატოვა და ესპანეთში საცხოვრებლად გადავიდა. პროფესიით მხატვარ-დიზაინერია და დიზაინის აკადამია აქვს დამთავრებული. სოფომ პირველი ნახატი 6 წლის ასაკში შექმნა და როგორც დედა უყვება სოფოს, მისი შემოქმედება ჟოზეფინა იყო.

„ჟოზეფინა ღამეში და მის გარშემო სინათლე იყო… ასე ამბობს დედაჩემი… ვსწავლობდი ფერწერას სამხატვრო აკადემიაში და პარალელურად ვმუშაობდი „მედეა ჩახავას სახელობის თეატრალურ კინო-აკადემიაში“ მხატვარ-დიზაინერად და მყავდა მოსწავლეები სამხატვრო აკადემიის აბიტურიენტები, რომლებსაც ვამზადებდი აკადემიაში მისაღები გამოცდებისთვის“, – გვიყვება სოფი.

თუმცა, მოგვიანებით მიხვდა, რომ მისი საქმე ხატვა იყო. როგორც ახალგაზრდა ხელოვანი ამბობს, თავისი საქმე თბილისში ვერ განავითარა. სამაგიეროდ, ესპანეთში მოიპოვა აღიარება.

ახლა მის ანგარიშზეა ესპანეთის პროვინციაში „ოურენსეში“ სკევრში მოხატული ქვები, სხვადასხვა გამოფენებში მიღებული მონაწილეობა და მადრიდში, გამოცემულ წიგნში მისი შესრულებული ნახატები.

როგორც სოფი მოდებაძე ამბობს, მას არ გაჭირვებია ესპანელების გულის მოგება თავისი „ჟოზეფინებით“.

„ძალიან მოსწონთ ის სამყარო, რომელშიც მე ვცხოვრობ ჩემი ნახატებით. თავიდან ვხატავდი ჩემი სიამოვნებისთვის თუმცა, ჩემი ნახატები ესპანელი ხალხის ჰაბიტუსთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა, მიიღეს და შეიყვარეს“ – ამბობს სოფო მოდებაძე.

როგორ ხელოვანი გვეუბნება მისი ნამუშევრები თითქმის ყველა იმ ოჯახშია, რომელ პროვინციაშიც ის ცხოვრობს.  მისი ნახატების ყველა ელემენტი იმ სამყაროდაა, რომელშიც ჟოზეფინა ცხოვრობდა.

„ვხატავ ძირითადად „ჟოზეფინებს“ – გოგონებს, რომლებსაც ბავშვობიდან სიზმარში ვნახულობდი მადანმდე, სანამ მივხვდი რომ უნდა დამეხატა. ეს ერთი შეხედვით „უშნო“ და მოწყენილი გოგონა აბსოლუტურად კონტრასტულია თავის ვიზუალთან, ძალიან ფერადი, მხიარული და საოცრად კარგი არსებაა. ის ჩემს მიერ გამოგონილი არარსებული ადამიანია და მასთან ერთად დახატული ყველა ელემენტი თითქმის არარეალურია და იმ სამყაროდან არის, რომლიდანაც თვითონ „ჟოზეფინაა“, – გვიყვება სოფო.

სოფი „ჟოზეფინების„ გარდა აფრიკელ ქალებს ხატავს. ამბობს, რომ ამ წუთში სწორედ ამ შეკვეთაზე მუშაობს. სოფი გაზაფხულზე გამოფენაზე არის მიწვეული, რისთვისაც ემზადება.

 

„ახლა ვემზადები ერთ-ერთი გრანდიოზული ფესტივალისთვის, რომელიც ყოველწლიურად იმართება გალიციაში“ – ამბობს მხატვარი.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X