20:08 | 2021-01-07 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

32 წლის მამაკაცი საკუთარ ეზოში მამამ ყელგამოჭრილი იპოვა

32 წლის მამაკაცი საკუთარ ეზოში მამამ ყელგამოჭრილი იპოვა

ცოტა ხნის წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში გარდაცვლილი ახალგაზრდა ნახეს. როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა აცნობეს, 32 წლის ავთო გრიგოლია საკუთარ ეზოში მამამ ყელგამოჭრილი იპოვა.

 

ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი მოკლულია. მეზობლების თქმით, მას ყელის არეში ჭრილობა, სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული. მეორე ვერსიით, ავთო გრიგოლიამ თვითდაზიანება მიიყენა და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

 

გარდაცვლილის მეზობლები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, თუ რა გახდა მომხდარის მიზეზი და კონკრეტულად, ვინ მიაყენა სასიკვდილო დაზიანებები ახალგაზრდა მამაკაცს.

 

ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, გამორიცხული არ არის რომ გამოძიების მსვლელობის დროს კვალიფიკაცია შეიცვალოს.

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი


X