18:06 | 2021-06-13 ავტორი: Prime Time

30 წლის ქალი იმ მიზეზით დააპატიმრეს, რომ სკოლაში შვილის ნაცვლად წავიდა

30 წლის ქალი იმ მიზეზით დააპატიმრეს, რომ სკოლაში შვილის ნაცვლად წავიდა

ტეხასში მცხოვრები, 30 წლის კეისი გარსია სკოლაში ქალიშვილის მაგივრად წავიდა და გაკვეთილებს ესწრებოდა, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს.

 

ინფორმაციას ამის შესახებ Independent-ი ავრცელებს.

 

კეისი გარსია მეშვიდე კლასელი ბავშვივით გამოეწყო და ქალშვილის სკოლაში ისე წავიდა. მისი თქმით, ამ ქმედებით მას სურდა გაეგო რამდენად იცავდნენ მისი 13 წლის შვილის სკოლაში უსაფრთხოების წესებს. ქალი მთელ პროცესს ვიდეოზე იღებდა, რის შემდეგაც ის სოციალურ ქსელშიც განათავსა.

 

ვიდეოში ჩანს, რომ გარსიას მარველის ჰუდი , სპორტული ფეხსაცმელი აცვია და ზურგჩანთა უკეთია. ქალი სკოლაში ისე შევიდა არავის შეუჩერებია. სკოლის მასწავლებლებსაც მიესალმა და შვილის მაგივრად გაკვეთილებსაც დაესწრო.

 

პოლიციამ კეისი ამ ქმედების გამო დააკავა, თუმცა მოგვიანებით გირაოს ($7,808) სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

„ციხეში მთელი დღე გავატარე. მაგრამ აქ მთავარი კითხვა ისაა: რამდენად უსაფრთხოდ არიან ჩვენი შვილები სკოლაში“,- ამბობს ის.

ტეხასის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაინტერესდებიან სკოლაში უსაფრთხოების წესებითა და არსებული სიტუაციით.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X