21:37 | 2021-07-28 ავტორი: Prime Time

30 წლის ორსული, 28 წლის ბიჭი და ბოლოს 22 წლის გოგო… – გიორგი ვარსიმაშვილი კოვიდკლინიკაში გარდაცვლილებზე

30 წლის ორსული, 28 წლის ბიჭი და ბოლოს 22 წლის გოგო… – გიორგი ვარსიმაშვილი კოვიდკლინიკაში გარდაცვლილებზე

გამომწერეს საავადმყოფოდან და სახლში ვაგრძელებ მკურნალობას, ყველაფერი წესრიგშია, ვირუსი ფაქტიურად გამქრალია, – ამის შესახებ გიორგი ვარსიმაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 


ის საუნივერსიტეტო კლინიკაში ყოფნის დღეებს იხსენებს.

 

„განსაკუთრებული მადლობა ლევან რატიანს და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უძალიანმაგრეს გუნდს: თამილას, ქეთის, ოთოს და ყველა სხვას.

 

აქვე გეტყვით რომ „ფაიზერის“ ერთმა დოზამ თავისი საქმე გააკეთა და ყველაზე რთული ფაზა მარტივად გადამატანინა. ჩვენს სართულზე აცრილები იყვნენ და მათაც მარტივად გადააქვს.

 

სამწუხაროდ ზედა სართულზებზე სულ სხვა მდგომარეობაა. არ არის საკმარისი საწოლი. მეგობარი 24 საათი ელოდებოდა რომ პალატაში გადაეყვანათ. ჩემი საავადმყოფოში ყოფნისას სამი ადამიანი გარდაიცვალა: 30 წლის ორსული გულის გაჩერებით, 28 წლის ბიჭი ტვინის დაავადებით და ბოლოს 22 წლის გოგოს გაუჩერდა გული. სამი დღე პანაშვიდები, ტირილი და მანქანების მტვრევა ჩანდა ჩემი ფანჯრიდან.

 

მოკლედ ყველა აიცერით, პირბადე ატარეთ, დისტანცია დაიცავით და თავყრილობებს მოერიდეთ. მხოლოდ აცრა არ შველის, ყველა წესი უნდა დავიცვათ.

 

ეს სურათი პირველ დღესაა გადაღებული, ვისაც პირბადეში გცხელათ დამიჯერეთ ჟანგბადის ნიღაბი უარესია,“ – წერს გიორგი ვარსიმაშვილი.

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!