
ბრაზილიაში 30 წლის გოგო საკუთარი ქორწილის დღეს გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
6 თვის ორსული ჯესიკა გუდესი ქორწილის დღეს ლიმუზინით ეკლესიისკენ მიემართებოდა, როდესაც მოულოდნელად ცუდად გახდა.
მისი ოჯახი ფიქრობდა, რომ ჯესიკა ზედმეტად ნერვიულობდა და თავს შეუძლოდ ამიტომ გრძნობდა. გოგო ამბობდა, რომ თავბრუ ეხვეოდა და კისრის არეში ძალიან დიდ ტკივილს განიცდიდა.
ჯესიკას საქმრო, ფლავიო გონსალვეზი საცოლეს საკურთხეველთან ელოდებოდა, როდესაც მოულოდნელად გოგონას ნათესავი ეკლესიაში დახმარების სათხოვნელად შევარდა.
ჯესიკას მანქანაში გული წაუვიდა, ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღმოჩნდა, რომ მას პრეეკლამფსია (ორსულობის პერიოდში გართულება, რომელიც მაღალი არტერიული წნევითა და ორგანოთა სხვა სისტემების დაზიანებით ხასიათდება) ჰქონდა.
პრეეკლამფსიის და შინაგანი სისხლდენის გამო, ექიმები იძულებულები გახდნენ ჯესიკა ემშობიარებინათ. მათ ბავშვის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა, სამწუხაროდ, ჯესიკა დაიღუპა.
