fbpx
13:12 | 2020-10-21 ავტორი: Prime Time

30 წლამდე ასაკის ქალს კორონავირუსი გარდაცვალების შემდეგ დაუდასტურდა! – „პრაიმტაიმმა“ ყველა დეტალი გაარკვია

30 წლამდე ასაკის ქალს კორონავირუსი გარდაცვალების შემდეგ დაუდასტურდა! – „პრაიმტაიმმა“ ყველა დეტალი გაარკვია

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ყველაზე ახალგაზრდა ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაცვლილად ითვლება, ნინოწმინდიდან თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში, 18 ოქტომბერს გადაიყვანეს.

 

ახალგაზრდა ქალს ორმხრივი პნევმონია და ცხელება აღენიშნებოდა, ასევე ქალი ჭარბწონიანი იყო და თანმხლები დაავადებები ჰქონდა. ცხელების ცენტრში პაციენტი კიორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად გადაიყვანეს, თუმცა ის მანამდე გარდაიცვალა, სანამ ტესტის პასუხი იქნებოდა.

 

ახალგაზრდა ქალი 19 ოქტომბერს გარდაიცვალა და ის კორონავირუსით გარდაცვლილად დღეს ჩაითვალა, რადგან ტესტის პასუხი ბოლო 24 საათში გახდა ცნობილი.

 

ავტორი: ლიზი მეტრეველი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X