11:40 | 2020-07-05 ავტორი: Prime Time

3 წლის ბავშვი, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მართვით სუნთქვაზე რჩება

3 წლის ბავშვი, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მართვით სუნთქვაზე რჩება

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, 3 წლის ბავშვი, რომელიც პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

„ისევ ისეთი მდგომარეობაა, მართვით სუნთქვაზეა, უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს, ახლა საოპერაციოში უნდა შეიყვანონ. ორივე ხელის ზედა კიდურზე ღია მოტეხილობები ჰქონდა და გუშინ ვერ მოხერხდა ამ ოპერაციის ჩატარება, მხოლოდ ნეიროქირურგიული ჩარევა მოხდა და ამ ოპერაციასაც ჩაუტარებენ“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს, თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X