fbpx
23:51 | 2020-08-25 ავტორი: თამარ ბუჩუკური

29 წლის ბიჭის მკვლელობის თვითმხილველი დუმილს არღვევს – მშველელი არსაიდან ჩანდა, გვემუქრებოდნენ

29 წლის ბიჭის მკვლელობის თვითმხილველი დუმილს არღვევს – მშველელი არსაიდან ჩანდა, გვემუქრებოდნენ

რაჭაში, ტრაგიკულად მოკლულ ლასო აბუთიძის მკვლელობის დეტალებზე სოციალურ ქსელში მანანა ავსაჯანიშვილი წერს.

 

ის დასთან და მეგობრებთან ერთად იმ კოტეჯში ისვენებდა, სადაც მკვლელობა მოხდა…

 

მანანა ავსაჯანიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით, იმ ადამიანებს პასუხობს, ვინც ამბობს, რომ სხვა მამაკაცებით შეწუხებულმა გოგონებმა დახმარებისთვის ლასო აბუთიძეს საშველად დაუძახეს. ის ამბობს, რომ ლასო კოტეჯში საქმეზე მივიდა, რა დროსაც მუშებსა და მას შორის დაპირისპირება დაიწყო.

 

მანანა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით, მისმა დამ პოლიცია გამოიძახა. თავად მანანამ კი, დახმარება მეზობლად მცხოვრებ მამაკაცებს სთხოვა.

 

ის ასევე აცხადებს, რომ გაშველების მცდელობისას, გოგოებიც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდნენ. მანანა ავსაჯანიშვილი თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს.

 

„ბიჭს ფეხმძიმე მეუღლე და შვილი დარჩა“ - რას ჰყვებიან თანასოფლელები რაჭაში მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცზე
2020-08-23„ბიჭს ფეხმძიმე მეუღლე და შვილი დარჩა“ - რას ჰყვებიან თანასოფლელები რაჭაში მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცზე

 

„ვიზიარებ ლასო აბუთიძის ოჯახის და ახლობლების მწუხარებას! საშინელი ტრაგედია დატრიალდა, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მთელი დარჩენილი ცხოვრება ეს იქნება უდიდესი და გაუნელებელი ტკივილი. განხილვის საგანი გახდა ფაქტი, რომ თითქოსდა კოტეჯის დამსვენებელმა გოგონებმა დასახმარებლად კოტეჯის მესაკუთრეს დაურეკეს.

 

მე ვარ ერთ-ერთი იმ გოგოთაგანი და ამდენი დეზინფორმაციის და ბულინგის შემდეგ ამ პოსტს ვწერ მათთვის, ვისაც სიმართლე აინტერესებს! ეს იყო ჩვენთვის, ოთხივესთვის ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული დღე!

 

არ გვისაუბრია იმიტომ, რომ ვგლოვობთ, იმიტომ რომ ამ უმძიმესმა ტრაგედიამ გაგვანადგურა და ახლაც ძლივს ვუყრი სათქმელს თავს, კიდევ უფრო მეტ ლანძღვას ავიტანდით საზოგადოებისგან, ოღონდ ის ადამიანი ცოცხალი იყოს…

 

სიმართლე კი მდგომარეობს შემდეგში: არცერთ ჩვენგანს არ დაგვირეკავს დასახმარებლად კოტეჯის მესაკუთრისთვის. იმ უბედური წუთების დროს, ლასო აბუთიძე ჩვენთან იმყოფებოდა, რადგან ტელევიზორის სადენი ამოიტანა, რომელიც ერთი საათის წინ წაიღო. თავდამსხმელები უკვე წასულები მობრუნდნენ უკან და დაუძახეს ლასოს გარეთ…დაიწყო კონფლიქტი.

 

კონფლიქტის დაწყებისთანავე ოთხივე ჩვენგანი მაქსიმალურად ვცდილობდით გვემოქმედა უსწრაფესად, ჩემმა დამ 112-ში დარეკა კონფლიქტის დაწყებისთანავე.

 

მედეა ცირამუამ ხელჩართული ჩხუბის დროს შებოჭილი ლასოს თავდამსხმელებისგან დაცვა ფიზიკურად სცადა, რის გამოც ერთ-ერთმა მკვლელმა სცემა და თმებით ითრია, მთელი კონფლიქტის განმავლობაში ვყვიროდით, ვკიოდით და შველას ვითხოვდით, თუმცა უშედეგოდ…

 

მშველელი არსაიდან ჩანდა, გვემუქრებოდნენ და ფიზიკურად გვერჩოდნენ ჩვენც, პირადად მე ბოლოს მეზობელ სახლში შევვარდი და იქ მყოფ მამაკაცებს ვთხოვე დახმარება…. მათი დახმარებით შევძელით ლასოს მკვლელებისგან გამოგლეჯა

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე ჩვენი ძალებით მისი სიცოცხლის შენარჩუნებას ვცდილობდით. არავის, საერთოდ არავის ვუსურვებ იმავეს გამოვლას! ვერცერთი სიტყვა ვერ აღწერს იმ წუთების სიმძიმეს!

 

ბოლო წუთამდე გვჯეროდა, რომ გადარჩებოდა! საშინელებაა იმაზე ფიქრი, რომ ეს სრულიად უდანაშაულო ბიჭი აღარ არის! ვიზიარებ ოჯახის უმძიმეს ტრაგედიას და მწუხარებას!” – წერს მანანა ავსაჯანიშვილი. 

 

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 29 წლის ლასო აბუთიძე მოკლეს. გარდაცვლილი სახლთან ახლოს გაგუდული იპოვეს. შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X