fbpx
12:52 | 2020-12-26 ავტორი: Prime Time

28 დეკემბრიდან თურქეთში ჩასულმა პირებმა კორონავირუსზე გაკეთებული ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ

28 დეკემბრიდან თურქეთში ჩასულმა პირებმა კორონავირუსზე გაკეთებული ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ

28 დეკემბრიდან თურქეთში ჩასულმა პირებმა კორონავირუსზე ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ. ინფორმაციას ამის შეასხებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

 

როგორც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, აღნიშნული ზომები 2021 წლის 1-ელ მარტამდე იმოქმედებს.

 

რა რეჟიმში იმუშავებენ საქართველოს საკონსულოები 3-იდან 15 იანვრის ჩათვლით
2020-12-26რა რეჟიმში იმუშავებენ საქართველოს საკონსულოები 3-იდან 15 იანვრის ჩათვლით

 

„28 დეკემბრიდან ყველა ავიამგზავრმა, ხოლო 30 დეკემბრიდან ყველა იმ პირმა, რომელიც თურქეთში სახმელეთო ან საზღვაო გზით შემოვა, ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინოს. თურქეთში თვითმფრინავით მოგზაურობისას ტესტის ნეგატიური პასუხი თვითმფრინავში ჩასხდომამდე იქნება წარსადგენი. აღნიშნული ზომები 2021 წლის 1-ელ მარტამდე იმოქმედებს“, – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

 

 

ავტორი: Prime Time
X