20:08 | 2020-06-05 ავტორი: Prime Time

27 წლის პედაგოგი, რომელმაც ბაღი გახსნა და ბავშვებს ჭიქებს საკუთარი ხელით უკეთებს

27 წლის პედაგოგი, რომელმაც ბაღი გახსნა და ბავშვებს ჭიქებს საკუთარი ხელით უკეთებს

„მთელი ცხოვრება ისე გავატარე ფანქარს ვერ ვიკავებდი ხელში და გამოცდებზე სხვა მიხატავდა დავალებებს”, – ამბობს 27 წლის თამარ ნოდია, რომელმაც პირველი თოჯინა სწორედ ამ ასაკში გააკეთა.

 

ქუთაისელი თამარ ნოდია, პროფესიით პედაგოგია, გვიყვება, რომ თავისი ოცნება აიხდინა და საბავშვო ბაღი გახსნა, რომელსაც „მიკი მაუსი“ დაარქვა.

 

უყვარს ბავშვები და თავისი საქმე რომელსაც სამი წელია  აკეთებს.

 

პანდემიის ეპოქა ჩემს შემოქმედებაზე დადებითად აისახა - თექაზე მომუშავე ახალგაზრდა ქალი
2020-05-31პანდემიის ეპოქა ჩემს შემოქმედებაზე დადებითად აისახა - თექაზე მომუშავე ახალგაზრდა ქალი

საქმიანობით ძალიან ბედნიერია, თუმცა, მთავარი, შეიძლება ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა და ბედნიერება წინ  ჰქონდა. ამ ყველაფერში კი, რაოდენ  გასაოცარი არ უნდა იყოს, პანდემია დაეხმარა. როცა ფიზიკური ჩაკეტილობის დროს შინაგანმა მემ და ძალამ გარეთ იფეთქა.

 

„ვაღიარებ, რომ ამ პანდემიის წყალობით გავაკეთე ეს ყველაფერი“, – ამბობს თამარი.

თამარი ახლა პოლიმერიულ თიხაზე მუშაობს. ამბობს, რომ თიხით პირველი ნაკეთობა იყო ნაძვის ხე, რომელზეც ბევრი იწვალა.

 

თამარი ამბობს, რომ  ყველა მაგარი და მნიშვნელოვანი არა ყვავილის, თოჯინის ან სხვადასხვა ნიმუშების შექმნაა, არამედ ის განცდა, როცა რაღაც ახალს აღმოაჩენ შენს თავში.

„ადამიანი ამოუცნობია და ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი არ ვიცნობთ, ამის მაგალითი კი აქ ვარ“, – ამბობს თამარი.

გეგმებს რაც შეეხება, ჯერჯერობით არ იცის მომავალში რა იქნება.

 

„არ ვიცი სამომავლოდ იქნება თუ არა ეს ჩემი მთავარი საქმიანობა, რადგან მე მაქვს ის რაც მიყვარს, ჩემი ბაღი და ჩემი პატარა მერცხლები… თუმცა ნამდვილად არ ჩავკლავ ამ „ნიჭს“ და საკუთარ თავზე ვიმუშავებ, რომ განვითარდე შემოსავლის დამატებითი წყარო იქნება თან, სასიამოვნო პროცესით“, – ამბობს თამარი.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X