11:19 | 2021-07-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

2616 შემთხვევა ძალიან საგანგაშოა, ატარეთ პირბადე, აიცერით – ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას მიმართავს

2616 შემთხვევა ძალიან საგანგაშოა, ატარეთ პირბადე, აიცერით – ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ეპიდსიტუაციას აფასებს. როგორც ღარიბაშვილის ამბობს, დღეს დაფიქსირებული შემთხვევა უკვე საგანგაშოა.

 


„ყველაფერი წყალში ჩაიყრება თუ ჩვენ ისევ შეზღუდვების შემოღება მოგვიწია.

 

ვაქცინები იყო პრობლემა და შევძელით და ჩამოვიტანეთ. „ფაიზერის“ მილიონი დოზის შემოტანა უკვე დაიწყო.

 

აცრილებში დაინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობა არის პრაქტიკულად განულებული. ეს არის ერთადერთი დაცვა ჩვენი გარშემომყოფების. გუშინ ჩვენ ჩავატარეთ 11 ათასი აცრა, რაც არ არის საკმარისი.

 

დღეს უკვე გვქონდა 2 600 შემთხვევა. ეს არის ძალიან საგანგაშო, მე მინდა გავაფრთხილო მოქალაქეები, რომ ძალიან ცუდი ტენდენციაა.

 

ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდა. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ აიცრათ. ჩვენ მეტს ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს შედეგ ისევ ჩაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და იქნება გაუსაძლისი მდგომარეობა “,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერის განცხადება

 

 

დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური


X

error: Content is protected !!