fbpx
17:27 | 2020-12-03 ავტორი: სალომე ნეფარიძე

26 წლის კოვიდინფიცირებულმა ორსულმა ნაყოფი დაკარგა – რა გახდა გართულების მიზეზი?

26 წლის კოვიდინფიცირებულმა ორსულმა ნაყოფი დაკარგა – რა გახდა გართულების მიზეზი?

თბილისში 26 წლის კოვიდინფიცირებულ ორსულს 11 კვირის ნაყოფი მოშორდა. საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორი მეგი საჯაია „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ პაციენტისთვის კლინიკაში ადგილი დროულად ვერ გამოიძებნა, რის გამოც კოვიდსასტუმროში შეიყვანეს, სადაც მას „ციტრამონი“ დაალევინეს.

 

საჯაიას ინფორმაციითვე, ინფიცირებული ორსული ბოკერიას კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც პაციენტს ძლიერი ტკივილები დაეწყო.

 

„დამიკავშირდა 26 წლის გოგო 11 კვირის ორსული, რომელმაც გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რადგან დაეწყო მცირე გამონადენი. არ იყო საუბარი ნაყოფის მოშლაზე, შეიძლებოდა შენარჩუნება.

 

მივიდა სასწრაფო დახმარება, რომელმაც ორსული პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა. ღუდუშაურის კლინიკას ჰყავს ბევრი მძიმე პაციენტი, რომელთათვისაც დაინფიცირება შესაძლოა ცუდად დასრულდეს, შესაბამისად ეს კლინიკა ამბობს, რომ მე იმ პაციენტების უფლებები რომ დავიცვა, რომელიც უკვე მიწევს კლინიკაში, ვაკეთებ ტესტს, იმისთვის რომ არ შემომეპაროს კოვიდინფიცირებული პაციენტი.

 

ორსულს სწრაფი ტესტი სასწრაფოს მანქანაშივე ჩაუტარდა და კორონავირუსი დაუდასტურდა. ვინაიდან ღუდუშაურის კლინიკა არ არის კოვიდინფიცირებული პაციენტების მიმღები, მათ ინფიცირებული სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაამისამართეს.

 

აქ წარმოიქმნა პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფომ არაერთ კლინიკაში დარეკა, ადგილი არსად არ იყო. შესაბამისად სასწრაფომ პაციენტი კოვიდსასტუმრო „ფორტუნაში“ გადაიყვანა. კოვიდსასტუმროში შესვლის შემდეგ მას „ციტრამონი“ მისცეს.

 

გოგონას დაეწყო ძლიერი ტკივილები, ამის შემდეგ მოიძებნა მისთვის ბოკერიას სახელობის კლინიკაში ადგილი და ორსულს ნაყოფი მოსცილდა“, – ამბობს საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X