fbpx
16:11 | 2021-02-23 ავტორი: ზურა დვალაშვილი

26 თებერვალს ოპოზიცია მასშტაბურ საპროტესტო მსვლელობას გამართავს

26 თებერვალს ოპოზიცია მასშტაბურ საპროტესტო მსვლელობას გამართავს

26 თებერვალს, 3 საათზე ოპოზიცია ფილარმონიიდან მასშტაბურ საპროტესტო მსვლელობას გამართავს.  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიას დაკავების გამო მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

 

“დღეს მოხდა ის, რაც მოხდა ბოლშევიკების მიერ დარბევა ჩვენი ოფისის, ნიკას გატაცება, ადამიანების დაშავება, ხოდა ახლა, მე და ჩვენ, თითოეული პატრიოტი და თვითონ ნიკა მოგიწოდებთ, 26 თებერვალს 3 საათზე ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას, როდიონოვის და გავრილოვების წინააღმდეგ და რაც მთავარია ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის”, – განაცხადა ხატია დეკნოიძემ.

 

დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.

 

ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

 

დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.

 

სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.

 

ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

 

ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.

 

ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე

ავტორი: ზურა დვალაშვილი
X