fbpx
00:45 | 2020-10-22 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

25 წლის შვილს დედა ელოდება იქ, საიდანაც ბიჭი სხვა 2 მძევალთან ერთად თავდამსხმელმა გაიტაცა – ემოციური ფოტო

25 წლის შვილს დედა ელოდება იქ, საიდანაც ბიჭი სხვა 2 მძევალთან ერთად თავდამსხმელმა გაიტაცა – ემოციური ფოტო

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა თან 3 მძევალი წაიყვანა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით ერთ-ერთი მათგანი 25 წლის ზუგდიდელი მურიკო ბულიაა, რომელიც ბანკში თანხის ჩასარიცხად იყო მისული.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ მურიკო ბულიას ახლობელი უყვება, ახალგაზრდის მშობლები ნერვიულობენ და განცდებში არიან.

 

„ჩემი ახლობელია მურიკო. ძალიან კარგი და წესიერი ადამიანია. მას და ჰყავს იტალიაში და მისი მდგომარეობა ხომ წარმოგიდგენიათ? ის იქიდან ნერვიულობს და განიცდის. ჯერჯერობით მძევლების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს.“- ამბობს მურიკო ბულიას ახლობელი.

 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც მურიკო ბულიას დედაა აღბეჭდილი. ის მძევლად აყვანილ შვილს ელოდება.

 

ვინ არის სამი მძევალი, რომლებიც თავდამსხმელმა ბანკიდან გაიტაცა და ამ დრომდე მასთან ერთად იმყოფებიან
2020-10-22ვინ არის სამი მძევალი, რომლებიც თავდამსხმელმა ბანკიდან გაიტაცა და ამ დრომდე მასთან ერთად იმყოფებიან

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X