fbpx
21:12 | 2020-10-21 ავტორი: თამარ ბუჩუკური

25 წლის ბიჭია, ძალიან ვნერვიულობ, განვიცდი – ერთ-ერთი მძევლის დედა

25 წლის ბიჭია, ძალიან ვნერვიულობ, განვიცდი – ერთ-ერთი მძევლის დედა

ჩემი შვილი გადასახადების გადასახდად იყო მისული ბანკში. 25 წლის ბიჭია ძალიან ვნერვიულობ, განვიცდი, თავდასხმის შესახებ ტელევიზორიდან გავიგე”, – უთხრა “პრაიმტაიმს” ბანკში მძევლად აყვანილის დედამ ზეინაბ თორდიამ.

 

ცოტა ხნის წინ, ორი ქალბატონი გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, 17-მდე მძევალია ამ დროისთვის ბანკში.

 

როგორც შსს-ის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ სპეცოპერაცია მშვიდობიანად დასრულდეს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X