12:26 | 2020-05-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

25 მილიონი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა, ვალებში ვიხრჩობით – მეუფე ნიკოლოზი

25 მილიონი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა, ვალებში ვიხრჩობით – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ფიქრობს, რომ სახელმწიფოსგან საპატრიარქოს 25 მილიონით დაფინანსება „ძალიან ცოტაა„ და მისი ეპარქია „ვალებში იხრჩობა“.

 

მეუფე ასე გამოეხმაურა „ტვ პირველის“ ეთერში TDI-ის ინსტიტუტის კვლევას რელიგიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით.

 

„ჩვენ გვაქვს ეს თანხა საქართველოს სახელმწიფო რასაც გვიხდის, ესაა კონსტიტუციური შეთანხმების ამოქმედება, ოღონდ 25 მილიონი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა, მე მაქვს 500 ათასი ლარი ეპარქიაში სასწავლო ცენტრისთვის და მინდა გითხრათ, რომ ვიხრჩობით ვალებში… ჩემი ავტობომობილის საბაზრო ღირებულება იყო 42 ათასი დოლარი 2006 წელს. პატიოსანმა ადამიანმა რომ ნახა რა მანქანით დავდიოდი ჯავახეთში, ძველით, რაღაც ისეთით, შევეცოდე და შემომწირა. მინდა გითხრათ, 2006-დან დღემდე აბსოლუტურად გავცვითე, ისეთ ადგილებში დავდივარ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +