23:19 | 2020-05-11 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

24 წლის ქართველი გოგონა მარტო დარჩა ქალბატონთან, რომელსაც მოულოდნელად ინსულტი დაემართა

24 წლის ქართველი გოგონა მარტო დარჩა ქალბატონთან, რომელსაც მოულოდნელად ინსულტი დაემართა

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ქართველების განსაკუთრებული თანადგომის შესახებ არაერთ საიტზე და მათ შორის „პრაიმტაიმზეც“ არაერთხელ დაიწერა.

 

საქართველოს ფარგლებს გარეთ, უმუშევრად დარჩენილი ემიგრანტები ყველანაირად ცდილობენ ერთმანეთის დახმარებას.

 

ერთ-ერთი ბოლო ისტორია საბერძნეთს უკავშირდება, სადაც საქართველოს მოქალაქე, ნათია ცირეკიძე უკვე რამდენიმე კვირაა ინსულტით დაავადებულ, ასევე საქართველოს მოქალაქეს პატრონობს.

 

ნათიას შესახებ სოციალურ ქსელში ემიგრანტი და ათენის ქართული სახლის პრეზიდენტი, დარეჯან ღამბაშიძე წერს.

 

„წუხდა გოგო, მარტო დარჩა ავადმყოფ ქალბატონთან, რომელსაც მოულოდნელად ინსულტი დაემართა. ათენში პანდემია მძვინვარებდა. აკო შელიამ ინფორმაცია მომაწოდა, ჩვენი ემიგრანტი მძიმედაა და ნათია ცირეკიძე პატრონობსო. სასწრაფოდ დავუკავშირდი ნათიას, აღმოჩნდა, რომ შემთხვევით გაეგო, ამ ქალბატონის პრობლემა. ეს იყო 24 აპრილი. იმის შემდეგ ნათია, ამ ქალბატონს არ მოშორებია. უვლის, ექიმებთან კონტაქტობს, შვილებს ამშვიდებს, უყვება დედის შესახებ.მეც ხშირად ვეკონტაქტები. ვგრძნობ ნათიას საუბრიდან, როგორც საკუთარი დედა, ისე ყავს მიღებული. ნათია დღემდე “ევაგელიზმოს” საავადმყოფოშია. ქალბატონმა მოიხედა, 20 მაისისთვის, ის ექიმის თანხმობით ათენს დატოვებს და სამშობლოში გაემგზავრება. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო, ამ ახალგაზრდა გოგონას, რომელიც მესამე კვირაზე მეტია, მარტო უვლის, ჩვენს თანამემამულეს. შესაშური გულისხმიერება და სიკეთის საოცარი თვისებაა შერწყმული მასში. მან სრულიად უანგაროდ და დაუფიქრებლად დაუთმო, თავისი დრო ავადმყოფ, ემიგრანტ ქალბატონს და ბოლომდე დარჩება მასთან სამშობლოში გამგზავრებამდე!“ – წერს დარეჯან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

აღსანიშნავია, რომ ამ სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ დარეჯან ღამბაშიძეს ნათია ცირეკიძემ კომენტარებში უპასუხა. ნათიას კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

 

„არ იყო საჭირო უხერხულში ვარ ძალიან. ეს ზედმეტად აღიარებაა. უღრმესი მადლობა ქალბატონო დარეჯან თქვენი თანადგომით და კიდევ არიან ადამიანები ყველას წყალობით ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ. მე ბედნიერი ვარ ამით რომ სულ ცოტახანში ქალბატონი ნანული მის მონატრებულ შვილებს ჩაეხუტება. თქვენც ყველას ძალიან დიდი მადლობა თითოეული კომენტარის ავტორს. დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ უფალმა.“ – წერს ნათია ცირეკიძე.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X