01:00 | 2021-01-09 ავტორი: Prime Time

24 წლის გოგო და მისი შეყვარებული, რომლებიც 2 თვე გაქცეულები იყვნენ, ოჯახის წევრებმა შესარიგებელ წვეულებაზე მოკლეს – ტრაგედია თურქეთში

24 წლის გოგო და მისი შეყვარებული, რომლებიც 2 თვე გაქცეულები იყვნენ, ოჯახის წევრებმა შესარიგებელ წვეულებაზე მოკლეს – ტრაგედია თურქეთში

თურქეთში ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა24 წლის გოგო და მისი შეყვარებული მათთვის მოწყობილ შერიგების წვეულებაზე მოკლეს. შოკისმომგვრელი ისტორიის შესახებ Daily Mail-ი წერს.

 

გამოცემის ცნობით, გოგოს ოჯახი მას აიძულებდა ბიძაშვილს გაჰყოლოდა ცოლად. ის კი თავის რჩეულთან ერთად გაიქცა. 2 თვის შემდეგ წყვილი სოფელში საახალწლოდ დაბრუნდა.

 

ამ ორი თვის მანძილზე გოგოს ოჯახის წევრები მათ დაეძებდნენ. როცა წყვილი დაბრუნდა, ისინი სტუმრად მიიპატიჟეს შესარიგებელ ვახშამზე. სწორედ აქ დატრიალდა ტრაგედია.

 

ცნობილი ხდება, რომ შეყვარებულები ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობების მიყენებით მოკლეს. უფრო მეტიც, ვრცელდება ინფორმაციაც, რომ მკვლელობამდე ბიჭი გააუპატიურეს კიდეც. მოკლული წყვილი სოფლის განაპირას დამარხეს.

 

ყველაფერი მაშინ გაირკვა, როცა ბიჭის ოჯახმა წყვილი მოიკითხა და პოლიციას მიმართა. გოგოს ოჯახმა სწორედ სამართალდამცველებთან აღიარა მომხდარი და აჩვენეს, სად იყო დამარხული ცხედრები.

 

პოლიციამ მოკლული გოგოს მამა, ძმა და ის ბიძაშვილი დააკავა, ვისაც ცოლად უნდა გაჰყოლოდა.

ავტორი: Prime Time


X