14:25 | 2021-06-05 ავტორი: Prime Time

„საქართველოში აღარ მინდოდა ყოფნა, მეუფისგან მალულად წამოვედი” – ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღმზრდელი, რომელიც ახლა ემიგრაციაშია, ვიდეომიმართვას ავრცელებს

„საქართველოში აღარ მინდოდა ყოფნა, მეუფისგან მალულად წამოვედი” – ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღმზრდელი, რომელიც ახლა ემიგრაციაშია, ვიდეომიმართვას ავრცელებს

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღმზრდელი მზეო გოცაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ბავშვთა სახლის ირგვლივ არსებულ სკანდალს ეხმაურება.

 

„24 წელი მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი იქ, მეუფის სიყვარულმა ჩვენ გვასწავლა ეკლესიის სიყვარული, ღმერთის სიყვარული, მისაბაძი იყო ყველანაირად. მე ვუღალატე მას და წამოვედი საზღვარგარეთ, ვერ გავუძელი ხალხისგან დაუფასებლობას და უმადურობას.

 

„ისარი რატომაა დამიზნებული მხოლოდ ერთ მხარეს?
2021-06-05„ისარი რატომაა დამიზნებული მხოლოდ ერთ მხარეს?" - ნათია ფანჯიკიძე ნინოწმინდის პანსიონზე

 

ვერ გავუძელი შემოტევებს, ეს მრავალი წელია ხდება, ტელევიზიები შემოვარდებოდნენ გაგვლანძღავდნენ, რისი გულისთვის, რომ შრომაში ვიყავით და სხვას ვეხმარებოდით? არ ვიცი რა ვთქვა, ჩემს სამშობლოს მოწვეტილი ვარ, საქართველოში აღარ მინდოდა ყოფნა, მეუფის დამალულად წამოვედი, იმდენს ნუ გააკეთებენ, რომ საერთოდ აღარ ჩამოვიდე, მაპატიეთ მეუფეო, რომ თქვენს გვერდში არ ვარ”, – ამბობს ყოფილი აღმზრდელი.

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!