10:52 | 2020-09-16 ავტორი: თამთა თორდია

24 საათი მაშიმშილეს, ჩაიც არ გახსენებიათ, სარდაფია – გედევან ფოფხაძე კოვიდპაციენტის ამპლუაში

24 საათი მაშიმშილეს, ჩაიც არ გახსენებიათ, სარდაფია – გედევან ფოფხაძე კოვიდპაციენტის ამპლუაში

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ეკა კვესიტაძის გადაცემაში რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ისაუბრა.

„საავადმყოფოში ცხოვრებაში პირველად ვარ“ - როგორია გედევან ფოფხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა
2020-09-15„საავადმყოფოში ცხოვრებაში პირველად ვარ“ - როგორია გედევან ფოფხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

 

„24 საათის მანძილზე მშრალი შიმშილობა მომიწია და არავის გახსენებია, რომ ადამიანს შეიძლება საკვები დასჭირდეს. შეიძლება მე უნდა მომეთხოვა, მაგრამ 24 საათი ადამიანს, რომ სადმე ამყოფებ, ალბათ, რაღაც უნდა შესთავაზო”, – განაცხადა დეპუტატმა.

 

მისი თქმით, ყველა პაციენტი საერთო სველი წერტილით სარგებლობს, გარდა ამისა, რესპუბლიკური საავადმყოფო ფაქტობრივად სარდაფია, რადგან ოთახებს ფანჯრები არ აქვს.

 

შეგახსენებთ, გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი 12 სექტემბერს დაუდასტურდა.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X