fbpx
11:43 | 2020-01-27 ავტორი: Prime Time

22 წლის შშმ გოგონას გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის კაცი დააკავეს

22 წლის შშმ გოგონას გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 22 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის კაცი დააკავა.

 

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

 

„ლაივპრესის“ ინფორმაციით, მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, დანაშაულში ბრალდებული კი მისი მეზობელი.

 

შსს-ს განცხადებით, ბრალდებულისა და დაზარალებულის ახლობლებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით ადმინისტრაციული წესით კიდევ 3 პირია დაკავებული.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X