fbpx
11:11 | 2020-04-30 ავტორი: თეონა ყაჭიური

22 ახალი დადასტურებული შემთხვევის კლასტერი ცნობილია

22 ახალი დადასტურებული შემთხვევის კლასტერი ცნობილია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 22 ახალი შემთხვევიდან 15 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, 3 შემთხვევა სვანეთიდანაა, ხოლო დანარჩენი ბოლნისიდან.

 

როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს, 22 შემთხვევიდან ერთი მედპერსონალია.

 

ამ დროსთვის საქართველოში კორონავირუსი539 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 178-ს შეადგენს.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5247 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 532 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური
X