21:34 | 2020-10-14 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

21 რუკისა და 11 დოკუმენტის სრული ნუსხა, რაც ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მოიძია

21 რუკისა და 11 დოკუმენტის სრული ნუსხა, რაც ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მოიძია

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელმაც საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით დოკუმენტები მოიძია, „რუსთავი2-ის“ ეთერში ისაუბრა.

 

საქართველო, გერმანია, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები – კარტოგრაფიული მასალები, რომლებსაც დავით ხიდაშელმა მიაკვლია, სხვადასხვა ქვეყანაშია მოძიებული.

 

21 რუკა და 11 დოკუმენტი სხვადასხვა წლით თარიღდება. საუბარია ერთსაუკუნოვან დოკუმენტაციაზე, რომელიც 1905 – 2006 წლებს მოიცავს.

 

გთავაზობთ დოკუმენტებისა და რუკების ნუსხას, რომელიც დავით ხიდაშელმა დავით გარეჯის საქმეზე საქართველოს გადმოსცა.

 

დოკუმენტები:

 

1. 1920 წლის 12 ივნისის ქ. აღსტაფის ხელშეკრულება – 11 ფურცელი.

2. 1938 წლის 21 თებერვლის ს. გოგლიძის წერილი – 1 ფურცელი.

3. 1938 წლის 5-7 მარტის პროტოკოლი – 6 ფურცელი.

4. 1945 წლის და 1965 წლის წერილები – 7 ფურცელი.

5. 1996 წლის 13 ივნისის პროტოკოლი – 2 ფურცელი.

6. 2006 წლის 16 ივლისის პროტოკოლი – 12 ფურცელი.

7. 2006 წლის 4 აგვისტოს პროტოკოლი – 10 ფურცელი.

8. 2006 წლის 14 ოქტომბრის პროტოკოლი – 2 ფურცელი.

9. 2007 წლის 30 მაისი, ინტერვიუ – 1 ფურცელი.

10. 2011 წლის 4 მარტი, Демаркация Завершена – 2 ფურცელი.

11. 2019 წლის 23 აგვისტოს პროტოკოლი – 2 ფურცელი.

 

რუკები:

 

1. 5 ვერსიანი რუკა, ფრაგმენტი, 1905 წ. – 1 ფურცელი.

2. 5 ვერსიანი რუკა, E7, 1921-1922 წწ. – 1 ფურცელი.

3. 10 ვერსიანი საქართველოს რესპუბლიკის რუკა, ფრაგმენტი, 1925 წ.  – 1 ფურცელი.

4. 1 : 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, K-38-XXII, შსსკ, 1937 წ. – 1 ფურცელი.

5. 1 : 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, საარქივო დამოწმებული ეგზემპლარის ასლი.
K-38-XXII, შსსკ, 1937 წ. – 1 ფურცელი.

6. 1 : 500 000 მასშტაბის ამიერკავკასიის ადმინისტრაციული რუკა, სომხეთიდან გადმოცემული ხელმოწერილი ასლი, 1938 წ. – 1 ფურცელი.

7. 1 : 500 000 მასშტაბის საქართველოს ადმინისტრაციული რუკა, 1938 წ. – 1 ფურცელი.

8. 1 : 500 000 მასშტაბის საქართველოს ადმინისტრაციული რუკა, 1939 წ. – 1 ფურცელი.

9. 1 : 500 000 მასშტაბის აზერბაიჯანის ფიზიკური რუკა, 1939 წ. – 1 ფურცელი.

10. 1 : 200 000 მასშტაბის რუკა, გერმანიის არმიის გამოცემა, 1941 წ. – 1 ფურცელი.

11. 1 : 250 000 მასშტაბის რუკა, TBILISI, NK 38-8, აშშ-ის არმიის გამოცემა, 1954 წ. – 1 ფურცელი.

 

12. 1 : 250 000 მასშტაბის ნავიგაციური რუკა, TBILISI, აშშ-ის არმიის გამოცემა, 1978 წ. – 1 ფურცელი.

13. 1 : 100 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები, 1945 წელს ხელმოწერილი საქართველოსა და აზერბაიჯანის გეოდეზიური სამსახურების მიერ – 9 ფურცელი.

14. 1 : 100 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები, 1963 წელს ხელმოწერილი ზ. კვაჭაძის მიერ – 9 ფურცელი.

 

15. 1 : 50 000 მასშტაბის რუკების ალბომი, 1996 წ.  – 24 ფურცელი.

16. 1 : 50 000 მასშტაბის რუკების ალბომი, 2006 წ.  – 24 ფურცელი.

17.  საქართველო ძვ. წ. I ათასწლეულის II ნახევარში, საქართველოს სსრ ატლასი, 1964 წ. – 1 ფურცელი.

18. საქართველო I-IV საუკუნეებში, საქართველოს სსრ ატლასი, 1964 წ. – 1 ფურცელი.

19. საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების რუკა, საქართველოს სსრ ატლასი, 1964 წ. – 1 ფურცელი.

20. საქართველოს არქიტექტურული ძეგლების რუკა, საქართველოს სსრ ატლასი, 1964 წ. – 1 ფურცელი.

21. აზერბაიჯანის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების რუკა, აზერბაიჯანის სსრ ატლასი, 1963წ. – 1 ფურცელი.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X

error: Content is protected !!