23:48 | 2021-07-29 ავტორი: Prime Time

2022 წლიდან საქართველომ შესაძლებელია 6 თვიდან დაწყებული ასაკის ბავშვები აცრას – ივანე ჩხაიძე

2022 წლიდან საქართველომ შესაძლებელია 6 თვიდან დაწყებული ასაკის ბავშვები აცრას – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ 2022 წლიდან საქართველომ, შესაძლებელია, 6 თვიდან დაწყებული ასაკის ბავშვები იმუნიზაციის პროცესში ჩართოს.

 


როგორც ჩხეიძემ “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის, 12-დან 15-წლამდე ასაკობრივ ჯგუფის ვაქცინაცია შესაძლებელი გახდება.

პირებს, ვისაც ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, სხვა ტიპის ვაქცინით აცრის საშუალება მიეცეთ - ივანე ჩხაიძე
2021-07-29პირებს, ვისაც ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, სხვა ტიპის ვაქცინით აცრის საშუალება მიეცეთ - ივანე ჩხაიძე

 

“ჩვენი გადაწყვეტილება ჩავრთავთ თუ არა 12-დან 15-წლამდე ასაკობრივ ჯგუფს იქნება დაფუძნებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაზე. ეს რეკომენდაცია აუცილებლად იქნება, უბრალოდ დროის ფაქტორია. წარმოუდგენელია პანდემიის დამარცხება მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაციით.

 

აშშ-ში დეკემბრისთვის 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დასრულდება კვლევა. წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება უკვე კონკრეტული რეკომენდაცია 6 თვის ზემოთ, ყველა პედიატრიული ასაკის ბავშვის აცრასთან დაკავშირებით მიღებული ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მარეგულირებლის მიერ, ამერიკის CDC-ის მიერ. როგორც კი ეს კვლევები დასრულდება, ამის შემდგომი ნაბიჯი არის შემდგომი რეკომენდაცია, რომელიც ყველა ქვეყნისთვის გახდება საკმარისი იმისათვის, რომ მათ შეცვალონ ასაკობრივი ჯგუფები.

 

ასევე ნახეთ: რატომ ინფიცირდებიან ვაქცინირებული ადამიანები და რა უნდა ვიცოდეთ ასეთ შემთხვევებში

 

ვფიქრობთ, რომ ჩვენ შემოდგომისთვის ალბათ გავაფართოვებთ და მივიღებთ 12-დან 15-წლამდე ასაკობრივ ჯგუფს და შესაძლებელია, უკვე 2022 წლიდან საქართველომ 6 თვიდან დაწყებული ასაკის ბავშვები აცრას. რა თქმა უნდა, ამის უკან ვაქცინების მომარაგების საკითხიც დგას. ასაკობრივი ჯგუფის გაზრდას აუცილებად უნდა მოჰყვეს შესაბამისი რაოდენობით ვაქცინა. ჯერჯერობით ეს ეხება Pfizer-ს,” – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

 

ასევე წაიკითხეთ ⇓

 

ისე შემეცოდნენ, მოფერება მომინდა – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერებზე

 

VIDEO: მძიმე კადრები თურქეთიდან – ხანძარი დიდ მასშტაბებს აღწევს, მიმდინარეობს შენობებიდან ხალხის ევაკუაცია

 

„გამოფრინდა იტალიიდან და ვაი, ამ ჩამოსვლას…“ – ტრაგედია ქართველი ემიგრანტის ოჯახში

 

დაინგრა საქართველო, დღეს ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა! – რა ინფორმაციას ავრცელებს ნარკოლოგი

 

ქართველი მომღერალი კოვიდით გარდაიცვალა – „არაფერი აწუხებდა… 21 წლის მანძილზე სიცხეც არ ჰქონია“

 

„მოსწერა, კაბა ცმოდა, რომ ადვილად ექნათ ყველაფერი“ – პედოფილს 10 წლის შვილის ნაცვლად დედა ეკონტაქტებოდა

ავტორი: Prime Time


X