16:17 | 2021-01-06 ავტორი: ამუკა ქორიძე

2021 წლის “გრემის” დაჯილდოება გადაიდო

2021 წლის “გრემის” დაჯილდოება გადაიდო

2021 წლის ამერიკის მუსიკალური აკადემიის დაჯილდოება – „გრემის“  ცერემონია, კორონავირუსის პანდემიის გამო, გადაიდო. ინფორმაციას BBC News ავრცელებს.

 

მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცერემონია, 2021 წლის 31 იანვარს, ვირტუალურ ფორმატში იყო დაგეგმილი, თუმცა კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში, Covid – 19-ით ინფიცირებულთა მზარდი მაჩვენებლის გამო, დაჯილდოება 14 მარტისთვის გადაიდო.

 

„არაფერია ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი“ – ნათქვამია დაჯილდოების ორგანიზატორების ოფიციალურ განცხადებაში.

 

Grammy Nominations: Beyonce, Taylor Swift, Dua Lipa Lead 2021 Nominees - Variety

 

იმის გამო, რომ დაჯილდოება გადაიდო, ჯერჯერობით უცნობია შოუს კვლავ კომიკოსი – ტრევორ ნოა წაიყვანს თუ არა. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებებს წინა წლებში ისეთი არტისტები უძღვებოდნენ, როგორებიც არიან ბიონსე, ტეილორ სვიფტი, დუა ლიპა და სხვ.

 

რაც შეეხება წლის სხვა მნიშვნელოვან ცერემონიებს, მაგალითად: The Oscars, The Golden Globes და The Brit Awards-ს, ისინიც ოფიციალურად გადადებულია.

ავტორი: ამუკა ქორიძე


X